მგზავრებს დარეკვა და 5G ინტერნეტით სარგებლობა ფრენის დროს შეეძლებათ -  როდის გეგმავს ევროკავშირი ცვლილებას

მგზავრებს დარეკვა და 5G ინტერნეტით სარგებლობა ფრენის დროს შეეძლებათ -  როდის გეგმავს ევროკავშირი ცვლილებას

access_time2022-11-25 22:43:17

ევროპული ავიახაზების ბორტზე 5G ფორმატის უკაბელო კომუნიკაცია გაჩნდება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონით პირდაპირ ფრენის დროს დარეკონ და ასევე ისარგებლონ ინტერნეტით. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.


კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იქნება ბორტზე სპეციალურად დაყენებული აღჭურვილობით, ეგრეთ წოდებული pico-cell-ით, რომელიც ბორტ-სისტემას თანამგზავრთან დააკავშირებს, საიდანაც სიგნალი დედამიწას გადაეცემა.


მგზავრებისთვის  ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონის ყველა ფუნქცია -  მათ შეეძლებათ დარეკონ და დაწერონ ტექსტური შეტყობინებები, შეამოწმონ ფოსტა, უყურონ ვიდეოებს, ითამაშონ ვიდეო თამაშები და ა.შ. მგზავრებს ჰპირდებიან, რომ ისინი ვერ იგრძნობენ განსხვავებას კომუნიკაციის ხარისხში და ფასში.



ზარებისთვის სპეციალურად იგეგმება ჯერ კიდევ 2008 წელს წინასწარ დაჯავშნილი სიხშირეების გამოყოფა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ ახლა სხვა მიზნით გამოყენება და  მათ ამ სიხშირეების გამოთავისუფლება მოუწევთ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი  თვითმფრინავებში ტელეფონით სარგებლობა, მაგრამ როგორც ევროკომისია მიუთითებს, ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომავალი წლის ივნისისა.


„5G უზრუნველყოფს ინოვაციურ სერვისებს ადამიანებისთვის  და ახალ შესაძლებლობებს ევროპული კომპანიებისთვის“, - აცხადებს ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი.


ადრე, მსგავსი გეგმა უკვე განიხილებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მარეგულირებელმა მისი განხორციელება უსაფრთხოების მიზეზების გამო აკრძალა, საბაბად კი დასახელდა ის, რომ თავად ავიახაზები და თვითმფრინავის ეკიპაჟები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბორტზე მობილურ კომუნიკაციას.


თეგები:
ინტერნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up