რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება ლოგიკური და მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა - გიორგი აბაშიშვილი

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება ლოგიკური და მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა - გიორგი აბაშიშვილი

access_time2022-09-14 18:00:21

„მგონია, რომ ლოგიკური და მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვება, იმიტომ რომ ინფლაციასთან მიმართებაში რისკები კვლავ არსებობს“,  - ასე გამოეხმაურა „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

 

„ინფლაციასთან დაკავშირებით, გარკვეული ტიპის რისკები კვლავ არის და ამაზე ეროვნული ბანკი მის განმარტებაშიც საუბრობს. დღეს არის ინფლაციური წნეხის მაღალი რისკი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, ამიტომ მისი მსუბუქად გატარება შეუძლებელია. ეროვნული ბანკის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ინფლაცია იყოს უფრო დაბალ მაჩვენებელზე ვიდრე ახლა არის და ცხადია ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ინფლაციის შემცირებაზე, ან დასტაბილურებაზე და დიდ  რისკებს არ უნდა ქმნიდეს.

 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ინფლაციისა არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ეს რისკები არანაირად არ არის მოხსნილი. ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციური მოლოდინების რისკები არსებობს, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელ მაჩვენებელზე დატოვება არის ლოგიკური, გამკაცრებაშიც რთული იქნებოდა ლოგიკის მოძებნა, მაგრამ შერბილებას, იმ დროს როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კარგია, ბუნებრივია შეიძლება უფრო მეტი ინფლაციური რისკი შეექმნა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up