2017 წელს კომპანია MGL GROUP-მა ჩინეთში ქ. შენჟენში დაარსა MGL group Shenzhen limited და უკვე მესამე წელია კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს სთავაზობს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურეობას, ტვირთების ინსპექტირებას, მომწოდებლებთან ყიდვა- გაყიდვის ოპერაციებში ხელშეწყობას და სხვა ლოგისტიკური სერვისების სრულ სპექტრს.
შენჟენი მთელი ქვეყნის ეკონომიკური რეგიონის მსხვილი სამრეწველო, ფინანსური და სატრანსპორტო ცენტრია. დღეს შენჟენი ჩინეთის ერთ – ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია და ქვეყნის მასშტაბით მეოთხე ადგილი უკავია ეკონომიკური მაჩვენებლებით და ექსპორტის თვალსაზრისით.
2019 წლის მონაცემებით, ბიზნესის წარმოების მხრივ ჩინეთის საუკეთესო ქალაქებს შორის შენჯენი მეორე ადგილზე იყო.
ჩინეთის ლოგისტიკური საგამოფენო ინდუსტრიაც სულ უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რათა მსოფლიო ლოგისტიკურ მოთამაშეებს შესაძლებლობა მისცეს ადვილად დაუკავშირდნენ ჩინურ ადგილობრივ კომპანიებს.
China (Shenzhen) International Logistics and Supply Chain Fair (CILF) არის წამყვანი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ექსპო გამოფენა აზიაში, რომელიც წარმატებით იმართება 14 წელია.
2019 წელს აღნიშნულ გამოფენას დაესწრო 53 ქვეყნის და 83 შტატის და რეგიონის 141,000 ვიზიტორი. რიგით 15 გამოფენაც 23- 25 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.
„ჩვენი კომპანიაც MGL group Shenzhen limited მონაწილეობას ღებულობდა აღნიშნულ გამოფენაში და თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ მსგავსი გამოფენები არის საუკეთესო პრაქტიკული პლატფორმა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ბიზნესისთვის და მყიდველებისთვის სადაც შესაძლებელია გაცვალონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და პროგრამებზე, რომლებითაც უკვე წლებია ოპერირებენ ბაზარზე დარგში წარმატებული წამყვანი კომპანიები და ასევე წარმოაჩინონ სიახლეები და მათი უპირატესობები“,- აცხადებს ჩინეთის ოფისის ხელმძღვანელი ჰელენ ჰუ.
(R)