მფრინავმა ავტომობილმა პირველი საქალაქთაშორისო რეისი შეასრულა

მფრინავმა ავტომობილმა პირველი საქალაქთაშორისო რეისი შეასრულა

access_time2021-07-03 20:00:38

2021 წლის 30 ივნისს ბრატისლავას აეროპორტში დაეშვა კაცობრიობის ისტორიაში პირველი მფრინავი ავტომობილი, რომელსაც სლოვაკური კომპანია Klein Vision აწარმოებს. საჭესთან თავად გამომგონებელი  – პროფესორი სტეფან კლიანი იჯდა. მას თან ბიზნესპარტნიორი, მეწარმე ანტონ ზაიაცი ახლდა.

 

AirCar–მა 35–წუთიანი  რეისი შეასრულა ქალაქ ნიტრადან, რომელის ქვეყნის დედაქალაქიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. ეს მფრინავი ავტომობილის 142–ე წარმატებული დაშვებაა, მაგრამ ამავე დროს პირველი საქალაქთაშორისო გადაფრენა

 

AirCar არის 2 –ადგილიანი, ოთხბორბლიანი ტრანსფორმერი, რომელიც ამავე დროს ჩვეულებრივი, ტრადიციული ავტომობილის როლსაც ასრულებს. მას ასევე გააჩნია თვითმრნივანის ფუნქციებიც, რისთვისაც მანქანის უკანა ნაწილში განლაგებულია ფრთები – მათი გაშლის, ან პირიქით ჩაკეცვის პროცესი ავტომატიზებულია და 1–2 წუთში სრულდება.

 

მოდელის ავტორი პროფესორი კლიანი ავტოჰიბრიდებზე უკვე 20 წლის მანძილზე მუშაობს, და რამდენიმე ნიმუში უკვე შექმნა, მათ შორის კომპანია Aeromobil–სთვის, სადაც ის 2016 წლამდე მუშაობდა. ის ასევე  ავტომობილ–ამფიბიას შექმნას გეგმავს, რომელიც ხმელეთზეც და წყალზეც იმოძრავებს.

 

AirCar–ს შეუძლია იფრინოს 1000 კვ. 2500 მეტრის სიმაღლეზე, და შემქმნელების აზრით, ის იდეალურია უპილოტო მართვის სისტემისთვის და ტაქსის ფუნქციის შესასრულებლად. ჰაერში მანქანის სიჩქარეა 170 კმ.ს.-შია, ტრანსფორმერი BMW–ს ძრავზე მუშაობს, და საწვავად ჩვეულებრივ ბენზინს იყენებს.

 

ამჟამად გამოიყენება პირველი მოდელი AirCar Prototype 1, თუმცა პროფესორ კლიანის ჯგუფი უკვე ახალ, უფრო მძლავრ AirCar Prototype 2–ზე მუშაობს – სავარაუდოდ, მისი სიჩქარე 1000 კმ. საათში იქნება.

 


ტრანსფორმერ–ავტომობილებს ბევრი უპირატესობა აქვს – მას არ აწუხებს საცობები, ჰაერში გადაადგილება კი თითქმის გამორიცხავს ავარიებს, მფრინავი ავტომობილები არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ზეწოლის შემცირების თითქმის  ერთად–ერთი მეტ–ნაკლებად საიმედო საშუალებაა.

 

მაგრამ წარმატების მიუხედავად, ტრანსფორმერების რეალურ ცხოვრებაში ფართო და ყოველდღიურ გამოყენებამდე ჯერ შორსაა – მთავარი პრობლემა ისაა, რომ დრონებისგან და ვერტმფრენებისგან განსხვავებით მფრინავ ავტომობილებს ვერტიკალური აფრენა არ შეუძლიათ, და მათ ჰაერში ასაწევად საჭიროა ასაფრენი ბილიკი.

 

რა თქმა უნდა, საუბარი არაა ნამდვილ ბილიკზე, ეს შესაძლოა ჩვეულებრივი საავტომობილო გზის ცარიელი მონაკვეთი იყოს, მაგრამ თავად ასეთი ცარიელი გზის მოძიება მარტივი საქმე არაა, შესაბამისად, შუა ქალაქში მოძრაობის დროს AirCar–ის აფრენა შეუძლებელია.

კიდევ ერთი პრობლემაა  არახელსაყრელი პირობები, რომლებიც ჩვეულებრვი თვითმფრინავებს არ ეხება, მაგრამ ძალიან აქტუალურია ავტომობილებისთვის – მაგალითად, მცირე ორმოს გზის საფარზე ფრენისთვის საჭირო ნაწილების დაზიანება შეუძლია, ეს კი ჰაერში გადაადგილების დროს ძალიან საშიში იქნება.

 

ასევე ბევრი იურიდიული პრობლემაა – ტრანსფორმერი უნდა გაფორმდეს ერთდროულად, როგორ ავტომობილი და როგორც თვითმფრინავი, რაც გაცილებით მერ პროცედურებს მოითხოვს. თანაც, მფლობელს როგორც ავტომობილის, ასევე თვითმფრინავის მართვის უფლება უნდა ჰქონდეს, რაც ასევე  მარტივი საქმე არაა.

 

ყველაფერთან ერთად, ამ დროისთვის ტრანსფორმერი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მისი მასობრივი წარმოება არარენტაბელურია.

 

ასე რომ, სტეფან კლეინს წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელის...

 


trends.rbc.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up