მფრინავი ავტომობილი უკვე რეალობაა – AeroMobil–ის გაყიდვების დაწყება 2017 წლიდან იგეგმება

მფრინავი ავტომობილი უკვე რეალობაა – AeroMobil–ის გაყიდვების დაწყება 2017 წლიდან იგეგმება

person access_time2016-02-11 09:16:30

სლოვაკური კომპანია, AeroMobil-ი თავისი გამოგონების,  AeroMobil 3.0-ის გაყიდვას 2017 წლიდან გეგმავს. კომპანიის განცხადებით, AeroMobil 3.0-ს ავტომობილიდან თვითმფრინავად გადაქცევა წამებში შეუძლია.


ავტომობილი გაზზე მუშაობს და შესაძლებელია მისი ფრთების დაკეცვა, რაც პარკირების საშუალებას იძლევა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია.


კომპანიის ოფიციალური საიტი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გადაადგილდება ავტობანზე AeroMobil 3.0 სხვა ავტომობილებთან ერთად, შემდეგ კი სპეციალური გაზონიდან ჰაერში ადის და ჩვეულებრივი თვითმფრინავის მსგავსად მიფრინავს.


კომპანიის წარმომადგენელმა, სტეფან ვადოცმა განაცხადა, რომ AeroMobil 3.0-ის ზუსტი საფასური ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან ჯერ გარკვეული სამუშაოა დასასრულებელი. გავრცელებული მოსაზრებით, სავარაუდო ფასი დაახლოებით ასობით ათასი ევრო იქნება.


აერომობილში პილოტისა და ერთი მგზავრის ჩასხდომაა შესაძლებელი. AeroMobil 3.0-ის მაქსიმალური სიჩქარე გზაზე 160კმ/სთ. ხოლო ცაში - 200კმ/სთ-შია. მას გააჩნია 4 ცილინდრიანი ძრავი, გაზის მარაგის ამოწურვამდე კი აერომობილს 700კმ-ის დაფარვა შეუძლია. 


მფრინავი ავტომობილის იდეა ახალი არ არის. 60-იან წლებში „ჯეტსონებმა“ მას დიდი პოპულარიზაცია გაუწიეს, თუმცა ჯერ კიდევ 1924 წელს ფრთებიანი მანქანის იდეაზე თავის სტატიაში ედი რიკენბეიკერი საუბრობდა. მიუხედავად ამისა, აერომობილის შექმნას დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ ახერხებდა.


AeroMobil 3.0-ს კონკურენტი ჰყავს - Terrafugia Transition, რომელიც ასევე გაზზე მუშაობს და აქვს ფრთების დაკეცვის ფუნქცია. კომპანიის განცხადებით, აერომობილის გამოშვება 2016 წელს იგეგმება.



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up