პანდემიის მიუხედავად ბათუმის Le Meridien-ი გადატვირთულია

პანდემიის მიუხედავად ბათუმის Le Meridien-ი გადატვირთულია

access_time2020-06-15 13:00:37

„ხალხი მოწყურებულია დასვენებას, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აჭარის რეგიონზე აკეთებენ, შესაბამისად, ახლადგახსნილი Le Meridien-ის სასტუმრო ივნისის თვეში საკმაოდ გადატვირთულია. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ შიდა ტურიზმზე და ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.  ძალიან დიდი მოთხოვნაა  მეზობელი ქვეყნებიდან.შემოგვდის ზარები და შეტყობინებები მოგზაურობისა და დასვენების მსურველი უცხოელებისგან,თუმცა, ყველა ელოდება საზღვრების გახსნას,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“დეველოპერული კომპანია რედკოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი კაწია აბსანძე უცხადებს.


Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien-ი ოფიციალურად მარტში გაიხსნა. სასტუმროში გაერთიანებულია 105 ნომერი, ღია და დახურული აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, 2 რესტორანი ლაუნჯი  და საკონფერენციო დარბაზები.  დეველოპერულმა კომპანიამ - რედკომ  „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა.


საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ Le Méridien-მა სტუმრების მიღება 8 ივნისს განაახლა. როგორც „რედკოს“ პრესსამსახურში განმარტავენ, „ბათუმი თაუერის“ სასტუმროსა და რესტორნების მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია. ხოლო, რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, პერსონალის დატრენინგება Marriott-ის ბრენდმა ჯერ კიდევ სახელმწიფოს მიერ რეგულაციების გამოქვეყნებამდე  საერთაშორისო სტანდარტებით დაიწყო.


„სანამ ჯანდაცვის სამინისტროსგან რეგულაციებს მივიღებდით, ჩვენ უკვე დატრენინგებული გვყავდა კადრები, რადგან Marriott-იდან მოგვივიდა შესაბამისი პროტოკოლი, რომელიც უნდა იყოს დაცული რესტორანში, აუზზე, სპაში, სასტუმროს ნომერში  თუ სხვაგან - ეს საკამოდ დიდი და ვრცელი რეგულაციაა იმაზე, თუ როგორ უნდა დავატრენინგოთ ჩვენი პერსონალი. ჩვენი სასტუმრო დამსვენებელს ორ რესტორანს სთავაზობს, ერთი არის La Braser-ი და მეორე - Latitude bar-ი.  გვაქვს ღია აუზი, ასევე გავქვს სპა, რომელიც რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ შიდა აუზის გამო იხსნება. გვაქვს რამდენიმე საკონფერენციო დარბაზები, რომელიც ჯერჯერობით უფუნქციოა. 12-ე  სართულზე  არის ღონისძიებებისთვის სპეციალური დარბაზი, ხოლო 11-ე სართულზე საპრეზიდენტო ნომერი,“  - აღნიშნა კაწია აბსანძემ.



აღსანიშნავია, რომ ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, სადაც განთავსდება ლაუნჯ-რესტორანი. ამ ეტაპზე ეს ზონა სამზადისშია და მომავალ წლამდე არ იგეგმება მისი ამუშავება.


ამასთან, როგორც „რედკო“-ში განმარტავენ Marriott-ის ერთ-ერთი მიმართულებაა ხელოვნების პოპულარიზება, რის გამოც Le Meridien-ის სასტუმროს დამსვენებელს, ნომრის ბარათით შეუძლია ბათუმის მუზეუმების დათვალიერებაც.  


205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს, ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ-რესტორანიც. კომპლექსი ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.


პროექტის მეორე ნაწილი - Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით.


Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა: The Ritz-Carlton, St. Regis , JW Marriott, Ritz-Carlton Reserve, The Luxury Collection, W Hotels, EDITION, Le Meridien, Marriott Hotels, Sheraton.


მარიამ მორგოშია


თეგები:
Le meridien რედკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up