ტანსაცმლის ნიდერლადული ბრენდი Mexx-ი, რომელიც პეკინის 25 –ში მდებარეობს საქართველოს ბაზრიდან გადის. ამის შესახებ „კომერსანტს“ Mexx-ის საქართველოს წარმომადგენლობამ დაუდასტურა.
„ჯერ ჯერობით კიდევ მიმდინარეობს ბრენდის სათაო ოფისთან მოლაპარაკებები და ვნახოთ რა შედეგზე გავალთ,“ - განმარტავენ Mexx Georgia-ში.
Mexx-ი ნიდერლანდული ბრენდია, რომელიც 1986 წელს შეიქმნა, ამ წელს დიზაინერმა რატან ჩადჰამ მამაკაცის ბრენდი Moustache-ი და ქალის ტანსაცმლის ბრენდი Emanuelle-ი გააერთიანა და Mexx-ი უწოდა. ბრენდი ყოველდღიური თანამედროვე სტილის სამოსს აწარმოებს.