მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

access_time2019-12-13 18:30:11

ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია ექნება, რომლის ანალოგი დღესდღეობით არ არსებობს. გაგრილების სისტემა მხოლოდ კოსმოსურ კოსტუმებში გამოიყენება, ხოლო მის გაუმჯობესებულ ვარიანტს მეხანძრის კოსტუმში იყენებენ.


როგორც „კომერსანტს“ კომპანია Elven Technologies-ის დამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ განუცხადა, სრული კოსტიუმის პროტოტიპი მზად 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს იქნება, ხოლო MVP მესამე კვარტლის ბოლოს, მეოთხე კვარტალში კი კომპანია ქართველ მეხანძრეებთან საპილოტე პროექტის დაწყებას გეგმავს.


„საქართველოს გარდა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კიდევ რამდენიმე ქვეყნის სახანძრო სამსახურებთან. რაც შეეხება ინვესტიციებს, მარტის ბოლოს გვჭირდება ნახევარი მილიონი დოლარი. ჩვენ ვგეგმავთ 280 ათასი დოლარის კერძო კაპიტალიდან აწევას, ხოლო დარჩენილი თანხისთვის ვგეგმავთ GITA- 650 000 ლარის ოდენობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას. ახლახან დავბრუნდით ამერიკიდან, 6 კვირიანი ინკუბაციის შემდეგ, სადაც გვქონდა შეხვედრა რამდენიმე ინვესტორთან. მათი პოზიციით - როგორც კი კოსტიუმი მზად გვექნება, წარმოება, ბაზარზე გასვლა და კოსმოსზე გადართვა მათგან დაფინანსდება 2-დან 3 მილიონ დოლარის ინვესტიციით. მთავარია იქამდე მივაღწიოთ და ეს დარჩენილი 280 ათასი დოლარი მოვიზიდოთ, რაც კოსტიუმის საბოლოო, გაყიდვად პროდუქტად ქცევამდე გვჭირდება“, - აცხადებს ვამეხ ხერხეულიძე.



პროდუქციის დამზადების შემდეგ, კომპანიას დიდი გეგმები აქვს, არამარტო საერთაშორისო ბაზარზე, არამედ კოსმოსში. ვამეხ ხერხეულიძის თქმით, მათი კოსტიუმი შესაძლოა პირველ ადამიანს ეცვას, რომელიც მარსზე გაფრინდება.


SpaceX აქტიურად მუშაობს მარსის მისიაზე, და ილონ მასკს თუ დავუჯერებთ, პირველი ადამიანი მარსზე უნდა გაფრინდეს 2024 წელს. თუმცა, ჯერ კაცობრიობას არ შეუქმნია ისეთი კოსტუმი, რომელიც ადამიანს მარსზე დაიცავს. გვინდა, რომ ამის ნაწილი ვიყოთ და როცა პირველი ადამიანი დადგამს მარსზე ფეხს, მას ჩვენი კოსტიუმი ეცვას. შემდეგ ეტაპზე, უკვე გასაყიდად ჩვენ ვუყურებთ ისეთ ბაზრებს, სადაც ნაკლები რეგულაციის დაკმაყოფილებით და ნაკლები დანახარჯით შევალთ. ამერიკის ბაზარი თავიდანვე კარგი ბაზარი ჩანს, ასევე ვაკვირდებით ევროპას და ვგეგმავთ მოლაპარაკებებს იაპონიასთან. მთლიანი ბაზარი დაახლოებით 6 მლნ მეხანძრეა, აქედან 2% რომ ავიღოთ წლიურად გავდივართ მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალზე და რაც მთავარია, ეს ბაზარი ინოვაციისთვის მზადაა“, - განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ.


ნინო თამაზაშვილი





გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს
access_time2020-03-28 15:16:02
აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო...

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?
access_time2020-03-28 18:00:32
როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს? COVID-19 უკვე დღეს მკვეთრად ამცირებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვებს - ადამიანები სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ტრანსპორტის და მუშაობენ სახლებში, გაჩერდა ავიაცია, გაიყინა მრეწველობა, გაუქმდა კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ეს დღეს, თუმცა, როგორ იმოქმედებს პანდემია გლობალურ ბუნებრივ პირობებზე ხვალ? ათწლეულების მანძილზე პირველად 2020 წლის მარტში ვენეციის არხებში წყალი გახდა იმდენად გამჭირვალე, რომ გამოჩნდა...


მსგავსი სიახლეები

up