მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 10 კომპანიასთან თანამშრომლობა დაასრულა - რა პერსპექტივები აქვთ ბიზნეს სუბიექტებს?

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 10 კომპანიასთან თანამშრომლობა დაასრულა - რა პერსპექტივები აქვთ ბიზნეს სუბიექტებს?

access_time2016-12-29 09:30:04

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებული 10 კომპანია ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად შეეცდება. საუბარია, 10 კომპანიაზე, რომლებმაც 2016 წლის დეკემბერში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 24- თვიანი თანამშრომლობის პერიოდი დაასრულეს.

 


შპს „ჯიარსი,შპს „დენოლა, შპს „ინოვასი, შპს „ჰემოლაინი", შპს კოროლპაკი", შპს „დეკორა", შპს „გრინერკი", შპს „დამზადებულია საქართველოში N1", შპს „ჯეოკეპი" და ტისუფეიფერი" - ეს ის კომპანიებია, რომლებიც ბაზარზე ოპერირებას სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააგრძელებენ.

 

„კომერსანტი" დაინტერესდა, როგორ აპირებენ ბაზარზე საქმიანობის გაგრძელებას ის კომპანიები, რომლებმაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა დაასრულეს, შექმნეს თუ არა კონკურენტული პროდუქტი და აქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ოპერირება სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააგრძელონ?

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთიას განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 48 000 000 ლარს აღწევს, სუბსიდიის სახით მათზე 5 289 00 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი 5 090 000 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. ანთიას განცხადებით, ეს კომპანიები ახდნენ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. კერძოდ, აღნიშნულმა საწარმოებმა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეძლეს ადგილობრივი პროდუქციით იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება.

 

„ბევრი მათგანი ბაზრის 70-80 პროცენტს უკვე ფლობს. მაგალითად, ღრუბელის წარმოებაზე, პლასტმასის ბოთლების სახურავების წარმოებაზე, რომლებიც წყლის მწარმოებელ კომპანიებს მიეწოდება. ამ შემთხვევაში თითქმის 40 პროცენტით მოხდა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება. იგივე შემიძლია ვთქვა ფარმაცევტულ პროდქუციაზე, რომელიც 100 პროცენტით ექსპორტზეა ორიენტირებული"-აცხადებს ანთია.

 

მისი განცხადებით, ამ კომპანიების სესხების წლიურ თანადაფინანსებაზე,რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით გაიცა, ამ 10 კომპანიების მხრიდან მთლიანად უკან დაუბრუნდა გადასახადების სახით. ანთია აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიებიდან ბევრი მათგანი უკვე ზრდაზეა ორიენტირებული და უკვე დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობს.

 

კითხვაზე, იყო და არის თუ არა პროგრამა „აწარმოე საქართველოში" რაიმე ტიპის ხარვეზები და ხომ არ დამდაგრა აქამდე რომელიმე ბენეფიციარი კომპანიის გადახდიისუნარიანობის პრობლემა, ანთია განმარტავს, რომ „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მონაწილე ყველა ბენეფიციარი კომპანია წარმატებულია და დამოუკიდებლად ოპერირებას თავისუფლად შეძლებს.

 

„რამდენიმე პრობლემა იყო დროში ვადებთან დაკავშირებით. მაგალითად, იყო რამდენიმე საწარმომ დათქმულ ვადაში წარმოება ვერ დაიწყო, რადგან მანქანა-დანადგარების იმპორტი დროში გაჭიანურდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ თემებს პროგრამის მიმდინარეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია"-აცხადებს ანთია.

 


რაც შეეხება თავად პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარ კომპანიებს, რომლებმაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა დაასრულა,"კომერსანტთან" განმარტავენ, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2 წლიანი საშეღავათო პერიოდი ბიზნესისთის დიდი ბიძგია.

 

ფარმაცევტული კომპანია „ინნოვასი" 2015 წელს, თბილისში, ლილოს დასახლებაში „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებით გაიხსნა. ინვესტირებულია დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარი. აქედან „თიბისი ბანკის" სესხი 2 მილიონი დოლარს შეადგენს.

 

კომპანია მედიკამენტებისთვის აუცილებელ ინგრედიენტებს აწარმოებს. როგორც "ინნოვასის" ხელმძღვანელი დავით ებრალიძე განმარტავს, კომპანია მიმდინარე წლის ნოემბრიდან სესხს უკვე დამოუკიდებლად ემსახურება. შედეგად, ამ მხრივ პრობლემა არ ექმნება, ქარხანა დატვირთულია და ექსპორტიც ხორციელდება.

 

ებრალიძის განცხადებით,კომპანია 2017 წლისთვის გაფართოებასაც გეგმავს, რაშიც დაახლოებით 6 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას ჩადებს. „დაგეგმილია დამატებითი ხაზების, ახალი პროდუქტების დამატება და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ჩვენს მეზობელ ბაზრებზეა. ამ ეტაპზე მედიკამენტებისთვის საჭირო ინგრედიეტების წარმოება არის და იქნება"-აცხადებს ებრალიძე.

 

მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული კომპანიამ მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს" პროგრამაში ხელმეორედ მიიღოს. მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია ექსპორტს რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში ახორციელებს.
„პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2 წლიანი შეღავთი ძალიან დიდი ბიძგია. რაც შეხება ხარვეზებს, მსგავსი არაფერი ყოფილა"-აცხადებს ებრალიძე.

 

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა დაასრულა ღრუბელის და პარალონის (ტურისტული ინვენტარი) მწარმოებელმა კომპანია „დენოლამ". კომპანიის ხელმძღვანელი კახა მოსიძე განმარტავს, რომ 2015 წელს კომპანია 2 მილიონი დოლარით დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც წარმოება ავჭალაში დაიწყო. მოსიძე ამბობს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესის დაწყებაში და ბაზრის 70 პროცენტის ათვისებაში. მიუხედავად ამისა, მოსიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან პროდუქცია დემპინგურ ფასებში შემოდის, რაც ქართულ წარმოებას განვითარებაში ხელს უშლის. მოსიძის თქმით, ბაზარზე ოპერირებას აგრძელებს, თუმცა, კარგი იქნება, თუ ადგილობრივ წარმოებას ხელისუფლების მხრიდან პრიორიტეტი მიენიჭება.

 

„აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებული კომპანია „ვუდმასტერი" მეწარმოების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2018 წლის ივნისში შეწყვეტს. კომპანიის ხელმძღვანელი კახაბერ ჯვარშეიშვილი განმარტავს, რომ კომპანია სახელმწიფო პროგრამით ძალიან კმაყოფილია, რადგან რომ არა ეს პროექტი, კომპანია ოპერირებას ვერ დაიწყებდა.

 

მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული საგადასახადო ცვლილება, რომელიც რეინვეტისრებული თანხის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ეხება, იძლევა იმის საშუალებას,რომ ეს თანხები ისევ წარმოებაში ჩაიდოს და ბიზნესი განვითარდეს.

 


შეგახსენებთ, კომპანია „ვუდმასტერმა" მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს ,,ვუდმასტერს" ზემო ფონიჭალაში 12 595 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.მაშინ ითქვა, რომ დაგეგმილი იყო ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების წარმოება. კომპანიამ საერთო ჯამში 1 793 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს.

 


„საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის" პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, რომ გადახდისუუნარო, „აწარმოე საქართველოს" პროგრამაში მონაწილე კომპანიის შესახებ არ სმენია. მისი ინფორმაციით, არც ბანკი და არც სახელმწიფო კრედიტის დაფინანსებაში ბიზნეს-გეგმის გარეშე არ დაეხმარება. შედეგად, ეს რისკები თავიდანვე მინიმუმადმეა დაყვანილი. „ბიზნეს-გეგმაში თუ პრობლემები ჩანს, არ დააფინანსებენ, რაც დაფინანსდა,მუშაობენ"-აცხადებს გიგოლაშვილი.

 


ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, ხსენებული 10 საწარმოს მიერ 313 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას.

 

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 235 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს, ხოლო კომერციული ბანკებიდან გაცემული სესხის მოცულობა 265 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტების დამსახურებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი

 

 



MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up