მეწარმეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან 5 ათასლარიანი გრანტი მიიღეს, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან

მეწარმეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან 5 ათასლარიანი გრანტი მიიღეს, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან

person access_time2016-05-16 14:05:51

„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ. 

 

საქმე ეხება მეწარმეობის სააგენტოს მხრიდან ფიზიკურ პირზე ან ჯგუფზე გაცემულ 5000 ლარს. აღნიშნული გრანტები კანონში ცვლილებას საჭიროებს. ინტერვიუ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ოთარ ანთიასთან. 

 

- რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში? 

 

- სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა მიმართულებები გააჩნია და ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში. ამ ცვლილების ინიცირება მოხდა ჯერ კიდევ 2015 წელს და გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერილი ბიზნესები, რომლებიც მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში შეიქმნება, არ დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით. 

 


- როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილება? 

 

- პარლამენტში გადის პროცედურულ საკითხებს. მეორე მოსმენით უკვე გასული არის და პლენარულ სხდომაზე იქნება შემდეგი განხილვა. 

 

- რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი შეღავათის დაწესების აუცილებლობა?

 

 -ამ პროგრამის დაგეგმვის საწყის ეტაპებზე თავიდანვე განსაზღვრული იყო მსგავსი ტიპის მიდგომა სახელმწიფოს მიერ. ჩვენ ამის ინიცირება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც თანხები ამ პროგრამის ფარგლებში ჯერ კიდევ არ იყო გაცემული. აუცილებლობა იმიტომ გახდა საჭირო, რომ დამატებითი სტიმული შეუქმნას სახელმწიფომ კერძო მეწარმეს, იმისთვის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მოახდინოს საკუთარი იდეების მატერიალიზაცია. როგორც მოგეხსენებათ, პროგრამის ფარგლებში ერთ მეწარმე სუბიექტზე გათვალისწინებული არის 5000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის ეს ბენეფიციარი მიიღებს 5 000 ლარს, რომელიც არ დაებეგრება. 

 

- იქნება თუ არა მოცულობითი და გავრცელდება თუ არა ყველა ბენეფიციარზე? 

 

- რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა ბენეფიციარზე  გავრცელდება, ვინც პროგრამაში არის ჩართული. ამასთან დაკავშირებით თანხები გაცემულია და მხარდაჭერილი არის 1127 ბიზნეს იდეა საქართველოს რეგიონებში. რაც შეეხება პროგრამის მოცულობას, პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი არის 20 მილიონი დოლარი. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა და მიზნად ისახავს ორი ტიპის მხარდაჭერას: ბიზნესის წამოსაწყებად ან არსებულის განსავითარებლად აუცილებელი ფინანსური რესურსის მიწოდება და თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკების შესახებ ცოდნის მიწოდება. აქტივობა მოსახლეობის მხრიდან გაორმაგებულია პირველ ეტაპთან შედარებით.



რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up