მევენახეები სუბსიდიას წელსაც მიიღებენ

მევენახეები სუბსიდიას წელსაც მიიღებენ

access_time2016-08-24 13:50:21

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თელავში „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტოდან აცნობეს, ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესის გათვალისწინება.


„მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში, შარშანდელის მსგავსად, დაახლოებით 148-150 ათასი ტონა ყურძნის სამრეწველო გადამუშავებას ველოდებით. რთველის ჩასატარებლად ჩვენ განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდებით, ხელისუფლებას აქვს სრული მზადყოფნა, რომ წლევანდელი რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთ მევენახეს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი. წელს, ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ჩაიბარებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარს, 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარს, 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარს ; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულისთვის - 2 ლარს მიიღებენ.


მინისტრის განცხადებით, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მილიონი ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მილიონი ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა 3 წლის ვადით განისაზღვრა.



„რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ღონისძიებაზე შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. ყურძენს, რომლის რეალიზაციასაც მევენახე ვერ შეძლებს, ჩაიბარებს სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული ღვინის ქარხნები. 


“მევენახე თავად გადაწყვეტს რომელ ღვინის ქარხანაში ჩააბაროს ყურძენი და თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ყურძნის შემსყიდველთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. სახელმწიფო არ ერევა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობებში, სახელმწიფო არ ერევა არც ფასების რეგულაციაში - ყურძნის ღირებულებას არეგულირებს ბაზარი,“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.


შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მსგავსად, „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ალაზნის ველი“ განთავსდება და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge, www.rtveli2016.gov.ge შეეძლება.


დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

 

ინტერპრესნიუსი



„არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:00:35
„მყარ ნებას იმისას, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს აუბამს და ბოლომდე მიიყვანს, ეჭვის ქვეშ დგას. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up