მეუფე პეტრე: პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის საქციელზე პატრიარქს სრულად ვაკისრებ

მეუფე პეტრე: პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის საქციელზე პატრიარქს სრულად ვაკისრებ

access_time2019-10-26 20:27:05

„მეუფე იაკობის ბოდვა არაერთხელ მოგვისმენია სატელევიზიო ეთერში და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ახლაც და ადრეც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. თუმცა ეს არ არის გამამართლებელი სასულიერო პირისთვის და მაღალი იერარქიის წარმომადგენლისათვის. მისი დღევანდელი მდგომარეობა არის სახე საქართველოს საპატრიარქოსი, არის სახე კათოლიკოს-პატრიარქის“, - განუცხადა imedinews-ს მეუფე პეტრემ. 

მისი განცხადებით, მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

„პატრიარქმა ბევრჯერ ნახა მისი უპასუხისმგებლო და არაადეკვატური საქციელი და არ მიიღო გადამჭრელი ზომები. პასუხისმგებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამ უხერხულობაზე რაც მისი სახით არსებობს დღეს დედაეკლესიაში“, - აცხადებს მეუფე პეტრე. 

მეუფე პეტრე ასევე უარყოფს მეუფე იაკობის განცხადებას, რომ პატრიარქის გადაყენების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შედგა:

„რა თქმა უნდა, არანაირი შეხვედრა არ ყოფილა კანცელარიაში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონია და მქონდა შეხვედრა, გვისაუბრია, მათ შორის, ციანიდის სკანდალზეც და მითქვამს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე იაკობის განცხადებით, „ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.  


Imedinews 




მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up