მეუფე ნიკოლომა დავით გარეჯის საქმე შეაფასა

მეუფე ნიკოლომა დავით გარეჯის საქმე შეაფასა

access_time2020-10-18 17:30:34

გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ შეადარა.

„ერთ შეკითხვას დაგისვამთ, სელმა ლაგერლოფი იცით ვინ არის? ძალიან ცნობილი საბავშვო მწერალია და დაწერილი აქვს „ნილსის და გარეული ბატების საოცარი თავგადასავალი“. ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი - თაგვები აწუხებენ ქალაქს და ნილსმა იშოვა ჯადოსნური სალამური, უკრავს მასზე, უკან მიდის და თაგვები მოჰყვებიან. მთელ თაგვებს გაიყვანს, ეს დიდია, წყალში შევა და ამ თაგვებს გადაჩეხავს. მგონია, რომ რაღაც უხილავი ხელი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ამ სალამურის ხმაზე მოგყვებით. უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი, რადგან მინდა დაგარწმუნოთ, გარეჯის საკითხზე საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება. გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ ასეთი სახით და ფორმით დავით გარეჯის საკითხზე საუბარი „გაუგებარი, უცნაური თამაშია“.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ უცნაურ თამაშს მოსახლეობა, როგორც პოლიტიკური ცხვარი მიჰყვება.

თუმცა, როგორც მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, მას არ სურს, რომ „პოლიტიკური ცხვარი იყოს“.

„მიმაჩნია, რომ საჯარო სივრცეში ასეთი სახით და ფორმით დავით გარეჯზე საუბარი რაღაც გაუგებარი, უცნაური თამაშია, რომელსაც მოსახლეობა, როგორც პოლიტიკური ცხვრები მივყვებით. მე არ მინდა ვიყო პოლიტიკური ცხვარი. მინდა ვიყო ქრისტეს ცხვარი და ამიტომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, ეს არის ჩემი მოწოდება“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.


მას დავით გარეჯზე საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„გამოძიება რამდენიმე კვირით ადრე არ დაწყებულა, დიდი ხანია მიმდინარეობს. რაც შეეხება საჯარო სივრცეში ამ თემაზე საუბარს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სინოდის სხდომა და იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი თემა დავით გარეჯი.

„სინოდის სხდომას ნიშნავს პატრიარქი და ჩვენ ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცით. ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეთანხმება და ჩვენ ყველანი თანახმა ვართ, რომ სინოდის სხდომა პატრიარქმა დანიშნოს, საკითხებიც მან უნდა დაადგინოს. ჯერჯერობით არაფერი ვიცით“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up