მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე - ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე

მეუფე გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე - ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე

access_time2021-09-19 14:19:07

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის შეფასებით, ფარული ჩანაწერების გაკეთება სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ამან შესაძლოა ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და დაპირისპირება გამოიწვიოს.

მიტროპოლიტის განმარტებით, ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ ფაქტს, რომ „ტოტალურად ყველას უსმენენ“.


ამასთან მიტროპოლიტი გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ თუ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ფაქტი „სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ, ეს სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება“.



„მე გასულ საუკუნეში დავიბადე, ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, იქ ვიცოდით, რომ ისმინებოდა ყველაფერი და თავისთავად ცხადია ადამიანები გარკვეულ თემებზე, რომლებიც შესაძლოა მეტნაკლებად ვიღაცის ინტერესის საგანი გამხდარიყო, ჩურჩულებდნენ ხოლმე.


სამწუხაროდ, მსგავსი რამ დღესაც შეინიშნება. ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საშინელებას, რომ ზოგადად ტოტალურად ყველას უსმენენ. ყველაზე მძიმე შეფასება არის ის, რომ უნდობლობა იბადება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობის გაჩენა და მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს, ამან კი რა შეიძლება მოიტანოს დიდი მკითხაობა ,არ სჭირდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ ვიცით, რომ არის ასეთი ძალები გარეთაც და შიგნითაც, უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ეს ალბათ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.


ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე რა მნიშვნელობა აქვს მოსმენას, მოსმენის მიზანი არის თუ ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის, ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ განიხილავს ესე იგი კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მე იმედი მაქვს, ეს ჩვენთვის სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up