მეუფე დავითის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სინოდის წევრების შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, თუმცა როდის, მიტროპოლიტმა კონკრეტული თარიღი არ იცის.
მან სასულიერო პირებისთვის კორონავირუსზე სწრაფი ტესტების შესაძლო ჩატარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს პატრიარქთან ერთად განიხილავენ.
„სპეციალისტების შეფასებით, სწრაფი ტესტი არ არის სანდო და უკეთესია ლაბორატორიული ტესტი. თუ აუცილებელი იქნება, ჩატარდეს ლაბორატორიული ტესტი საერო და სასულიერო პირებისთვის, ჩვენთვისაც საინტერესოა, ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ.
ჯერ ამაზე პასუხის გადაჭრით გაცემა არ შეგვიძლია და თუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა იქნება და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, იქ ვიმსჯელებთ.
იმიტომ, რომ დამშვიდდეს ვინმე, შეიძლება თავს ვიდოთ ეს შრომა, მაგრამ ის რომ, რისკ ჯგუფს მივეკუთვნებით, რახან ბევრ ადამიანს ვხვდებით, ესეც ფაქტია. სიმშვიდე ყველაზე უკეთესია და ვინც მშვიდად ღვთისადმი იმედით იქნება, მგონია, ყველა განსაცდელს გადაურჩება“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.
Imedinews