მეუფე ანტონი: ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ

მეუფე ანტონი: ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ

access_time2020-04-03 23:30:09

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, აღდგომის წირვა-ლოცვას სპორტულ მოედანზე ჩაატარებს.მისი თქმით, ზიარება და აღდგომის დღესასწაული "ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, არ შეწყდება."


მიტროპოლიტისვე განცხადებით, სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები ცდილობენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა დაძაბონ."მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით.


ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ეს წარმოუდგენელია," -თქვა მეუფე ანტონმა.


მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამოქმედებულია კარანტინის საათი და 21:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ეკლესიამ არ აკრძალა მოქალაქეთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ მრევლის დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს.


ასევე შეგახსენებთ, რომ 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამართლმადიდებლოს უმცირესობაშია.


tabula.ge





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up