მეთხილე ფერმერებისთვის შესაწამლი აპარატების დარიგება იწყება

მეთხილე ფერმერებისთვის შესაწამლი აპარატების დარიგება იწყება

access_time2019-04-11 09:05:22

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა. პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი.


თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, შესაწამლი აპარატების დარიგება, სამეგრელოში დღეიდან დაიწყო.შემდეგ აპარატებს გურიასა და იმერეთში ჩაიტანენ.


შესაწამლი აპარატების გადაცემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ. ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია აპარატის გამოყენებისა და თხილის შეწამვლის მეთოდების შესახებ.


თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და მიზნად ისახავს თხილში გავრცელებულ სოკოვან დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლას, ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, ეს კი ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას.



„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ აგროსამუშაოები დროულად და ეფექტურად ჩაატარონ, რათა თავიდან აიცილონ თხილის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.


კომერსანტი




აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი
access_time2019-11-17 12:44:25
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიებია. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის...


მსგავსი სიახლეები

up