მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება

access_time2022-07-20 15:09:22

მეტროსადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი აღადგენს და თანამედროვე სტანდარტებით განაახლებს მეტროსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. მწვანე კედელს.

რეაბილიტაციის საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის რეაბილიტაცია დავიწყეთ. შენობა-ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია და გამაგრების სამუშაოები ტარდება. გარდა ამისა, შიდა ინტერიერი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, სრულად განახლდება მეტროსადგურის ფასადი. „მწვანე კედელი“, რომელიც ტერიტორიაზე არსებობდა, შენარჩუნდება და პროექტი ახალი ტექნოლოგიებით განხორციელდება, რომლის შემდეგაც, ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ლამაზი იქნება. სამუშაოების ჩატარებას, დაახლოებით, რვა თვე დასჭირდება. დაწყებული გვაქვს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული განახლებაც, რომლის ფარგლებში, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაც მთლიანად მოწესრიგდება. პარალელურად, დავიწყეთ ავლაბრისა და ერევნის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, განათებები და სარწყავი სისტემები. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ წინა ტერიტორია მთლიანად განახლდება. მგონია, რომ ეს მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდება: კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ,  ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე, სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები.

გარდა ამისა, საზაფხულო არდადეგების პერიოდის გათვალისწინებით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიწყო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ასრულებს წყალმომარაგების ქსელის შეცვლის სამუშაოებს, ხოლო „თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების ქსელს განაახლებს.


მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4.2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი“ შეასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების უფროსები - გიგა გიგაშვილი და ლევან ნაროუშვილი, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up