მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაში გადახდილ თანხებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს

მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაში გადახდილ თანხებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს

access_time2020-02-12 10:00:43

2017 წელს თბილისის მერიამ მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია განახორციელა. კერძოდ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2017-2018 წლებში ჩაატარა მოდერნიზაციის სამუშაოების 7 ტენდერი, ღირებულებით − 46.9 მლნ ლარი. განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მათი ინფორმაციით ყველა ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“, რომელიც ძირითადად, ტენდერის საწყისი ღირებულების ტოლი შეთავაზებით იმარჯვებდა.

 

აღნიშნული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, აუდიტის ჯგუფმა დაგეგმა შესყიდვის ობიექტის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ ზენორმატიული მოგების მიღების შესაძლებლობის განსაზღვრა. შეუსაბამობის შესაძლო ფაქტების გამოსავლენად, აუდიტის ჯგუფმა კომპანიას საწყის ეტაპზე მოსთხოვა სს-ის მონაცემების წარმოდგენა დივიდენდებისა და დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების შესახებ. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილი იყო დამატებით სხვა ფინანსური ხასიათის დოკუმენტაციის შესწავლაც. კომპანიამ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ წარმოადგინა.

 

მოდერნიზაციის სამუშაოების ფასწარმოქმნის ადეკვატურობის სამუშაოების დოკუმენტებთან წვდომის შეზღუდვის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებები დასკვნის გამოსატანად რამდენად შესაბამისია მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაში გადახდილი თანხები მიწოდებული სამუშაოების ღირებულებასთან მოქმედი კანონმდებლობასთან.

 


„კომერსანტი“ დაინტერესდა გაუჩნდა თუ არა კითხვები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორს გიორგი შარკოვს, რომელიც ამავდროულად მიმწოდებელი და  სააქციო საზოგადოება „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. როგორც ცნობილია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქარხნის აქციათა პაკეტში 50%  წილს ფლობს.

 

„ჩვენი ყველა ტენდერი არის სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად გამოცხადებული, ტარდება წინასწარი ბაზრის კვლევები და  კვლევების შედეგად დგინდება ფასიც და სხვადასხვა პირობები. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა მონაწილეობის უფლება და საშუალება. ჩემთვის გაურკვეველია, რომ  აუდიტმა პროცესები არა გამჭვირვალედ მიიჩნია. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. მათაც კი უჭირთ ამ მიმართულებით ფასების დადგენა, რადგან არ ჰყავთ სპეციალისტები. “, -  განმარტავს გიორგი შარკოვი.


მისი  თქმით, ის ფაქტი, რომ ყველა ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, განპირობებულია სპეციალიზირებული კომპანიების დეფიციტით. მისივე განმარტებით, მათი მცდელობის მიუხედავად ტენდერები ამ მიმართულებით უცხოური კომპანიებისთვის საინტერესო არ არის.

 

„სამწუხაროდ ის სამუშაოები,რომელიც გულისხმობს ელექტრო ვაგონების რეაბილიტაციას საქართველოში შესაბამისი ტექნიკური თუ სხვა რესურსების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ბაზრის კვლევის სტადიაზე მივმართავთ როგორც ადგილობრივ, (ამ შემთხვევაში ერთი სპეციალიზირებული ქარხანაა) ასევე უცხოეთში ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალიზირებულ კომპანიებს. სამწუხაროდ, უცხოური კომპანიები არ გამოთქვამენ სურვილს და მზად ყოფნას მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა. ამ ფონზე ვაცხადებთ ტენდერებს, იგებს კომპანია, რომელიც დაინტერესებულია. მესმის რომ ერთი კომპანიაა, მაგრამ ეს არ არის უბრალო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის სპეციალიზირებული სამუშოები, მასში მონაწილეობას ღებულობს ის კომპანია, რომელსაც საკითხში გამოცდილება აქვს“ - განაცხადა გიორგი შარკოვი.

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up