მეტროს მემანქანეები უვადოდ გაფიცვას აპირებენ

მეტროს მემანქანეები უვადოდ გაფიცვას აპირებენ

access_time2018-06-05 15:03:52

„თუ ვერ შევთანხმდით და მერიის მხრიდან ახალი ნაბიჯები  არ გადაიდგა, ამ შემთხვევაში, გაფიცულები დათმობას არ აპირებენ და გაფიცვა უვადოდ გაგრძელდება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მეტროს მემანქანეების  დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განუცხადა.

 

როგორც კაპანაძე აცხადებს, მერიასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი მდგომარეობა გაფიცვამდე მივიდა. როგორც აღმოჩნდა, გაფიცულები ამ დრომე შეხვედრებს ვიცე-მერთან ირაკლი ხმალაძესთან მართავდნენ.

 

„ჩვენ მერიისთვის ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არაერთი პოზიცია გვქონდა შეთავაზებული, მაგალითად ის, რომ თვიური შემოსავლის ზრდა ეტაპობრივად, დროის მიხედვით მომხდარიყო.

თუმცა არც მაშინ, მერიის მხრიდან ხელფასის ტარიფის ზრდასთან მიმართებაში კონკრეტული წინადადებები არ ყოფილა.

საგაფიცო პერიოდზე მერიაში ჩვენი მხრიდან 2 აპრილს წერილი შევიდა, ხოლო შემდგომ  ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს შევხვდით. ამის შემდგომ მაისის თვეში ვიცე მერთან შეხვედრა ორჯერ მოხდა. გაფიცვის პერიოდში კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გუშინ მერს შევხვდით. ანუ ჯამში მერიასთან შეხვედრა ოთხჯერ გავმართეთ,“ - აღნიშნა კაპანაძემ.

 

თავმჯდომარე მერის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს, რადგან კახა კალაძემ გარკვეული სახის დაპირებებზე ისაუბრა. თუმცა გაფიცულები პოზიციას ამ დრომდე არ იცვლიან.

 

„ამ პერიოდის განმავლობაში მერმა პირველად გადმოდგა ნაბიჯი და ეს მისასალმებელია.

 

მერმა გარკვეულ დაპირებებზე ისაუბრა 2019 წლიდან, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. გუშინდელი შეხვედრა შეთანხმებით არ დასრულებულა. სამწუხაროდ, გაფიცულებმა ეს წინადადება არ მიიღეს. მათ სურთ კონკრეტული შემოთავაზეზები, რათა მსჯელობა დაიწყოს გაფიცულებმა, მაგრამ  ეს გუშინ ვერ დაინახეს,“ - განმარტა „ერთობა 13-ის“ თავმჯდომარემ.

 

რატი კაპანაძე „კომერსანტთან“ მემანქანის ამჟამინდელ ხელფასსა და სამომავლოდ თანხის საათობრივად ზრდაზეც საუბრობს. 

 

„დღეს მემანაქნის ხელფასი დანამატებიანად 1100-1150 ლარამდე შეადგენს. მემანქანეები ამბობენ, რომ ისინი ხელზე 1000 ლარს იღებენ, ხოლო გაფიცვა ხელფასის მატებას დაახლოებით 400 ლარამდე გულისხმობს, ანუ მატების შემთხვევაში მათი თვიური შემოსავალი ჯამში 1400 ლარი გახდება.  


 

ბალანსზე დარიცხული თანხა ჯამში 1 297 ლარს შეადგენს, ამას აკლდება საშემოსავლოს 20%-ი ანუ 259 ლარი და ხელზე 1 037 ლარი გვრჩება. ხოლო მემანქანეები თანხის 1 400 ლარამდე გაზრად ითხოვენ. ტარიფის გაზრდას საათობრივად ვითხოვთ 6.92 ლარის ნაცვლად 10 ლარი უნდა გახდეს. მემანქანე თვის განმავლობაში 150 საათს მუშაობს. აქ მხოლოდ ხელზე ასაღებ თანხაზეა საუბარი,“- აღნიშნა კაპანაძემ.

 

გაფიცული მხარის განცხადებით მერია მუნიციპალურ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის არარსებობაზე საუბრობს და ხელფასების ზრდა სწორედ ამიტომ ვერ ხდება.

 

რაც შეეხება თავად მერიის პოზიციას. როგორც „კომერსანტს“ მერიაში განუცხადეს, მათი პოზიცია ამ ეტაპზე კვლავ უცვლელია. როგორც მერიის განმარტებით, გაფიცულების მოთხოვნების გათვალისწინება წარმოუდგენელია. ხოლო ამ ეტაპზე კონრეტული შეთანხმება არ არსებობს,  მოლაპარაკებები კი გრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა 2 ივნისს დაიწყეს, რამაც 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.

გუშინ, თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა და მემანქანები გაფიცვას აგრძელებენ.

 

 

4 ივნისს, კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების ხელფასი  გაასაჯაროვა. მისი თქმით, ანაზღაურება პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ხელფასებს აღემატება.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up