„მეტრა პარკის“ მობინადრეები: „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადება მორიგი სამარცხვინო   ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებაა “

„მეტრა პარკის“ მობინადრეები: „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადება მორიგი სამარცხვინო ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებაა “

access_time2019-03-15 18:30:53


„მეტრა პარკის“ მობინადრეებსა და დეველოპერულ კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ შორის მიმდინარე დავა მძაფრდება. მობინადრების მიერ გუშინ თბილისის მერის სახელზე გავრცელებულ ღია წერილს მშენებელი კომპანიის საპასუხო წერილის  გავრცელება მოჰყვა. პასუხის პასუხად „მეტრა პარკის“ მობინადრეებმა მორიგი განცხადება გაავრცელეს და დეველოპერი, მერია და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, საკითხში რეალურად გასარკვევად, საკუთრივ იმ ტერიტორიაზე მოიწვიეს, სადაც დეველოპერი სამი მრავალსართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.


მეტრა პარკის მობინადრეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„მიმდინარე წლის 14 მარტს შპს „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით მეტრა პარკის მობინადრეები ვაცხადებთ:


„მეტრა დეველოპმენტი“ გადავიდა აბსოლუტურად ბინძურ თამაშის წესებზე, მობინადრეების მიერ გაჟღერებული სამართლებრივად გამყარებულ რეალურ ფაქტებისა და არგუმენტაციაზე პროფესიონალური პასუხის გაცემის ნაცვლად, პროცესი გადაჰყავს სხვა ჭრილში, ცდილობს დააკნინოს პროტესტის მასშტაბურობა, აკეთებს პერსონიფიცირებას და იმის წარმოჩენას, რომ ეს არის რამოდენიმე მაცხოვრებლის „ახირება“, რომელთაც, „შესაძლოა“, გააჩნიათ ვიწრო საეჭვო ინტერესები.



ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მათ ხელში დარჩენილი ერთადერთი იაფფასიანი მცდელობა, ბინძური პიარ-ტექნოლოგიით წარმართონ საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით. თუმცა ჩვენ, მეტრაპარკის ათეულობით მობინადრეს, გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავუფიქსიროთ ის, რაც ცალსახად და მკაფიოდ არაერთხელ გვითქვამს საჯარო განცხადებებსა თუ ოფიციალურ მიმართვებში - ჩვენს ერთადერთ და კანონიერ ინტერესს წარმოადგენს საკუთარი უფლებების და ინტერესების, მათ შორის საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების დაცვა, რაც გულისხმობს მეწყერსაშიშ და გამწვანებულ ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის კანონიერი გზებით არდაშვებას.


„ჩვენ არაფერი არ გვეჩვენება და არაფერს არ ვიგონებთ, სამწუხაროდ ეს მწარე რეალობა დეველოპერმა შეგვიქმნა, როდესაც ჩვენი საცხოვრებელი სახლებიდან 10-იოდე მეტრის მოშორებით კლდოვან გამწვანებულ ფერდობზე დაგეგმა 3 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და ამის თაობაზე მობინადრეთა ინფორმიერება არ მოუხდენია.


მეტიც - მწვანე და უსაფრთხო გარემოზე აქცენტით გაყიდა მრავალი ბინა და ამის შემდეგ ამ გარემოს უქმნის ახალი მშენებლობით საფრთხეს.


„ჩვენ, მოსახლეობა საჯაროდ ვაცხადებთ და ვიწვევთ დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელობას და ასევე თბილისის მერიის და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივ შეხვედრაზე მოსახლეობასთან, წინასწარ შეთანხმებულ დროს სამშენებლო ტერიტორიაზე, რათა ყველამ ნახოს თუ სადაა რეალურად დაგეგმილი ეს მშენებლობა, რამდენად მასშტაბური რისკების მატარებელია და რამდენი მოსახლე აპროტესტებს ამ უსამართლობას.


ადგილზე გაგაცნობთ ყველა დოკუმენტს და ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უამრავ ეჭვს და კითხვის ნიშანს ბადებს პროცესის სამართლიანობაში. მზად ვართ გესაუბროთ მხოლოდ ცხადი ფაქტებით და დოკუმენტების საფუძველზე.


იმ შემთხვევაში, თუკი მეტრა დეველოპმენტი კიდევ ერთხელ გააჟღერებს მოტყუებული მოსახლეობის მიმართ შეურცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად, დავიცვათ საკუთარი უფლებები და რეპუტაცია სამართლებრივი გზის გამოყენებით“, - ნათქვამია „მეტრა პარკის“ მობინადრეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა
access_time2019-09-22 20:00:16
3 წლის  წინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და მისმა ოთხმა ნაცნობმა აღმოაჩინეს, რომ მათ აერთიანებს ერთი გატაცება - ტეკილა. დღეს მათ მიერ შექმნილი ტეკილა Cincoro სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ამ სასმელის მოყვარულებს შორის და ერთი ბოთლი ღირს 130-დან 1600 დოლარამდე.   საბედისწერო ვახშამი პიცერიაში   3 წლის წინ, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ...

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“
access_time2019-09-22 18:00:58
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არასაბანკო დაწესებულებებიც, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ. ამ პერიოდიდან იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის შემცირებაც. საწესდებო კაპიტალის ზრდა, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და ა.შ. - ეს არის იმ რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც უკვე მესამე წელია მიკროსაფინანსო ბაზარსაც შეეხო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ამ ტიპის...

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...


მსგავსი სიახლეები

up