მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

access_time2018-12-11 13:00:00



თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია.



მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“-ს მცდელობის წინააღმდეგაა მიმართული. კერძოდ, მობინადრეები ითხოვენ, შეჩერდეს დეველოპერის ბარბაროსული მცდელობა, რომელიც მეტრა პარკის საცხოვრებელი კომპლექსის ზედა ზოლში არსებული ხე-ნარგავებით დაფარული კლდის მასივის (სატყეო ზონის კატეგორიის ლანდშაფტის) განადგურებას და სანაცვლოდ შეუსაბამო მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას უკავშირდება. დეველოპერის აღნიშნულ მცდელობას ასევე აქტიურად ოფიციალურად აპროტესტებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებიც. 



„მეტრა დეველოპმენტმა“ ახალი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის პროცესში 15 მეტრის სიღრმეზე (!) უნდა მოახდინოს კლდის უზრმაზარი მასივის ჭრა-ნგრევა და 200-მდე ხე-ნარგავის განადგურება!.. მომიჯნავედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ფაქტი აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია და იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის მერია არ დაუშვებს ამ უმსგავსობას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ქალაქის უსაფრთხო განვითარებასთან და საბოლოოდ უარს ეტყვის დეველოპერს ამ განაცხადზე.



დეველოპერული კომპანია კი თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს განზრახვა სხვაგვარად შეფუთოს და შეცდომაში შეიყვანოს, როგორც მერიის სამსახურები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა. მოსახლეობამ არაერთხელ მიუთითა მერიის სამსახურებს რა არასწორ ხერხებს იყენებდა კომპანია ნებართვის მოსაპოვებლად - ეს იყო არასწორი რაკურსით გადაღებული საპროექტო ტერიტორია; ფოტოშოპებით დამახინჯებული რეალობა; სიმართლეს აცდენილი გეოლოგიური, კონსტრუქციული და დენდროლოგიური საექსპერტო დასკვნები, რომლებიც შედგენილია დაკავშირებული კომპანიების მიერ; კონკრეტული თარიღების გარეშე გამოცემული საექსპერტო დასკვნები.




მოსახლეობის აზრით, დეველოპერის ყველა ნაბიჯში იკვეთება მხოლოდ საკუთარი სამომავლო ფინანსური ინტერესი და საერთოდ უგულებელყოფილია მოსახლეობის ინტერესები და ქალაქის განვითარების წორი და უსაფრთხო პრინციპები.


ეს ყოველივე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ თბილისის მერია დღემდე არ ეუბნება უარს დეველოპერის მსგავს მცდელობებს. აღსანიშნავია რომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორის საქალაქო სამსახურმა ა.წ. 19 ოქტომბრის წერილით 16-011829247 უკვე უარყოფითი რეკომენდაცია გასცა ტერიტორიაზე ახალი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის კუთხით. საკითხის ირგვლივ ჩართულია თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიც. კომპანია რომელმაც კომპლექსის ტერიტორიაზე აშენებული ბინები სწორედ რომ ეკოლოგიაზე და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე გაკეთებული აქცენტებით საკმაოდ მაღალ ფასებში გაყიდა, ახლა ამ უსაფრთხო და ლანდშაფტური გარემოს მოსპობას და კომპლექსისთვის შეუსაბამო და შეუფერებელი კორპუსების აშენებას ცდილობს, რითიც საფრთხეს უქმნის უშუალო სიახლოვეში, 10-15 მეტრში არსებულ ექსპლუატაციაში მიღებულ საცხოვრებელ ზოლს.



მოსახლეობა დეველოპერული კომპანიისგან თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს. მათ თავად დეველოპერულ კომპანიასაც ბევრჯერ მიმართეს თხოვნით, ხელი აეღო ამ შეუსაბამო განზრახვაზე, მაგრამ კომპანია არაფრად აგდებს საკუთარი კომპლექსის მოსახლეობის პოზიციას და მეტიც - უტიფრად აცხადებს რომ ყველაფერი მაინც უკვე გააწყვეტილია და მოსახლეობის პროტესტი მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა, რომ იქ -„ზევით“ უკვე ყველაფერი დალაგებულია.



მსგავსი განცდის შექმნის მცდელობა კიდევ უფრო აღიზიანებს მოსახლეობას, არსებობს ინფორმაცია, რომ დეველოპერულ კომპანიას ან/და მის ხელმძღვანელობას საარჩევნო პროცესში მოცულობითი შემოწირულებებიც აქვთ გაკეთებული მმართველი გუნდის სასარგებლოდ, როგორც ჩანს იმის იმედით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რეკრეაციულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემაში ქალაქის მერიისგან მხარდაჭერას მოიპოვებენ.
მიმდინარე ეტაპისთვის მოსახლეობას და მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს დეველოპერის ყველა მცდელობა აქვთ გასაჩივრებული, რაც ამ უსახური და შეუსაბამო კორპუსების მშენებლობის ნებართვის მოპოვებას უკავშირდება. დავები სასამართლო წესითაც დაწყებულია. მოსახლეობა თბილისის მერიისგან ითხოვს პროექტის ირგვლივ განხილვებში ჩართულობას. ფორმალურად მერიისგან იღებს წერილობით თანხმობებს ჩართულობაზე, მაგრამ დღემდე რეალურად მერიის სამსახურები პროცესში მათ ჩართულობას არ უზრუნველყოფენ. მათ კანონიერ მოთხოვნებს უბრალოდ წაყრუების პოლიტიკით პასუხობენ.



როგორც ირკვევა, სულ ბოლოს, გუშინ, 10 დეკემბერს, მოსახლეობამ მორიგი ოფიციალური წერილით (50-მდე მაცხოვრებლის ხელმოწერით) მიმართა თბილისის მერს და მერიის სხვადასხვა შესაბამის სამსახურებს. წერილში კიდევ ერთხელაა აღნიშნული და აღწერილი მოსახლეობის სამართლიანი შეშფოთება და კანონიერი მოთხოვნები, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო და სწორი განვითარების ქალაქის მთავრობის მიერ გაჟღერებულ კონცეფციას ესადაგება.




კომპლექსის მოსახლეობა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ითხოვენ ოფიციალური სტრუქტურებისგან დახმარებას დეველოპერის უსახური ქმედების და განზრახვის აღკვეთაში და სთხოვენ მერიას არ გაიცეს სამშენებლო ნებართვა მიწის ნაკვეთზე ს/კ 01.14.08.001.088, განაცხადის # AR1635897.


კომერსანტი





Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up