მეთიუ ქროუთერი - ავსტრალიას ხანძრები კიდევ დიდხანს შეაწუხებს, სინოპტიკოსები უხვ ნალექს არ პროგნოზირებენ, ამიტომ დახმარება სჭირდება

მეთიუ ქროუთერი - ავსტრალიას ხანძრები კიდევ დიდხანს შეაწუხებს, სინოპტიკოსები უხვ ნალექს არ პროგნოზირებენ, ამიტომ დახმარება სჭირდება

access_time2020-01-14 23:50:24

ავსტრალიაში ხანძრების ჩაქრობას ვერ ახერხებენ. სტიქიის მასშტაბები უპრეცედენტოა – დამწვარია 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია, განადგურებულია 2000 სახლი. ხანძრებს ემსხვერპლა 25 ადამიანი. თანამგზავრით გადაღებულ ალმოდებული კონტინენტის ფოტოებს მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა ავსტრალიის დასახმარებლად სოლიდური თანხა გადარიცხეს.

 

ხანძრების შედეგად ავსტრალია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დადგა. ქვეყნის ეკოსისტემა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგის წინაშე აღმოჩნდეს. გარემოს დამცველების შეფასებით, ხანძრების შედეგად შესაძლოა მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპოს.

 

ამ თემაზე ვესაუბრეთ სიდნეის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მეთიუ ქროუთერს.

 

პირველ რიგში, გკითხავთ სიდნეის უნივერსიტეტის კვლევის შესახებ, რომელშიც საუბარია ხანძრების შედეგად მილიარდზე მეტი ცხოველის დაღუპვაზე. რა მეთოდოლოგია იყო გამოყენებული და როგორ დაადგინეთ ეს ციფრი?

 

აღნიშნული კვლევა ჩემმა კოლეგამ, პროფესორმა კრის დიკმანმა ჩაატარა. რამდენიმე წლის წინ მან დაადგინა, რამდენი ცხოველი დაიღუპებოდა ტყეების სასოფლო-სამეურნეო მიწებად გარდაქმნისას. ამ საკითხზე მუშაობის დროს მან შეისწავლა ავსტრალიაში ცხოველების პოპულაცია. რა თქმა უნდა, ბევრი ცხოველი, რომელიც მწვანე კონტინენტზე ცხოვრობს, ამ კვლევაში ვერ მოხვდა, მაგრამ ის შეეცადა ყველა არსებული ინფორმაცია შეეგროვებინა. ის საკმაოდ კონსერვატიულად მიუდგა ამ კვლევას. პროფესორმა დიკმანმა გამოთვალა იმ ცხოველების რაოდენობა, რომლებიც დაიხოცებოდნენ ნიადაგის მოსუფთავების შედეგად. შემდეგ, როდესაც ავსტრალიაში გაჩნდა ხანძრები, მან დათვალა, რა ტერიტორიას მოიცავდა სტიქია და ამის მიხედვით დაადგინა, რომ ხანძრების შედეგად მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპებოდა.

 

მილიარდი კატასტროფული ციფრია. როგორც აისახება ეს ავსტრალიის ეკოსისტემაზე?

 

ეს ძალიან დიდი ციფრია. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ხანძრები არ ჩამქრალა. ავსტრალიაში ხანძრების სეზონი ახლახან დაიწყო. ჩვენთან ზაფხული დეკემბერში დგება, ახლა კი ჯერ იანვარია. ხანძრები მოიცავს დიდ ტერიტორიას, რაც შოტლანდიის ფართობს აღემატება. ხანძარი მძვინვარებს თითქმის ყველა შტატში. აქვე გეტყვით, რომ ხანძრები ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, თუმცა ხანძრები ასე დიდხანს არასდროს გრძელდებოდა. წელს ცეცხლთან ბრძოლა სექტემბრიდან დავიწყეთ. უპრეცედენტოა მასშტაბიც. ყველაზე სახიფათო კი ცეცხლის სიძლიერეა. ჯერ სტიქიას ბოლო არ უჩანს. არ ვიცით, რა მოხდება და საბოლოოდ რა შედეგი დადგება. თუმცა, ცხადია, რომ ეკოსისტემის აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ცხოველების ნაწილი დაიღუპა. ზოგიერთი სახეობა კი შეიძლება საერთოდ გაქრეს.

 


რომელ ცხოველებს ემუქრება ყველაზე დიდი საფრთხე?

 

ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე ხანძრებით განადგურებულ ტერიტორიებზე მობინადრე ცხოველები დგანან. მაგალითად, კენგურუს კუნძული, სადაც უნიკალური ცხოველები ცხოვრობენ. ეს კუნძული ახლაც იწვის. დავაზუსტებ, რომ ცხოველების დიდი ნაწილი არა ხანძრის, არამედ განადგურებული გარემოს მსხვერპლია. მათ არ აქვთ საკვები, თავშესაფარი და ამის გამო მცირე ზომის დაუცველ ცხოველებს შედარებით ძლიერი მტაცებლები ანადგურებენ. დიდი საფრთხე ემუქრებათ გრძელფეხა ჩანთოსნებს, რომლებიც აღმოსავლეთ გიფსლენდის კუნძულზე ბინადრობენ. ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს კარგი ამბავი, რომ ხანძრების შემდეგ რამდენიმე გრძელფეხა ჩანთოსანი იპოვნეს. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს სახეობა გაქრებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, რამდენიმე გადარჩა. ბევრი კოალა დაიხოცა. მათ გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა პოპულაცია საგრძნობლად შემცირდება.

 

დაღუპულ ცხოველებს რადგან შევეხეთ, მინდა გკითხოთ აქლემების დახოცვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. როგორც მედია წერს, ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ. რა მიზეზით ხდება ეს?

 

აქლემები სულ სხვა ტერიტორიაზე ბინადრობენ. მათი საცხოვრებელი გარემო უდაბნოა. ხანძრები კი ტყეში და სანაპიროებზე მძვინვარებს. აქლემებთან დაკავშირებით ავსტრალიაში რამდენიმე პროექტს ახორციელებენ. ამ ცხოველების ნაწილი არაბულ ქვეყნებში გადაჰყავთ, სადაც მათ უდაბნოში გადაადგილებისთვის იყენებენ. აქლემების დახოცვა უკავშირდება გვალვას. ავსტრალიაში დიდი ხნის განმავლობაში წვიმა არ მოსულა, ამიტომ მცენარეების დიდი ნაწილი განადგურებულია. ასევე, არსებობს წყლის დეფიციტი. აღსანიშნავია, რომ აქლემები ძალიან დიდი ცხოველები არიან და მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვთ სხვა ცხოველებისთვისაც. აქლემების ნაწილი წარსულშიც დახოცეს. მე არ ვარ ექსპერტი ამ საკითხში და ეს არ უკავშირდება ხანძრებს, თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უკავშირდება ხანძრების გამომწვევ მიზეზებს – გვალვას და მაღალ ტემპერატურას, რაც ავსტრალიის ეკოსისტემას დიდ საფრთხეს უქმნის.

 

არ მიგაჩნიათ, რომ ეს სასტიკი მეთოდია?

 

ავსტრალიაში ძალიან ბევრ ცხოველს ხოცავენ. ავსტრალიის პრობლემა ისაა, რომ ჩვენ უნიკალური ბუნება გვაქვს. ეს დიდი კუნძულია, სადაც უნიკალური ცხოველები და მცენარეებია. თუმცა, აქლემების დახოცვას, არც ეთიკური და არც მორალური თვალსაზრისით, არ ვამართლებ. ამ საკითხზე ავსტრალიაშიც დავობენ. თუმცა, ცხადია, რომ ცხოველების რაოდენობის შემცირება დროდადრო გვიწევს, რადგან მათ დიდი ზიანი მოაქვთ გარემოსთვის.

 

დავუბრუნდეთ ხანძრებს. თქვენი აზრით, რა არის სტიქიის გამომწვევი მთავარი მიზეზი?

 

ამ ხანძრებს, რომლებიც დღეს ავსტრალიაში მძვინვარებს, სპეციალისტები ჯერ კიდევ ათი წლის წინ პროგნოზირებდნენ. ეს ხდება კლიმატის ცვლილების გამო. ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა ყოველწლიურად მატულობს, ჰავა კი უფრო მშრალი ხდება. წელს ტემპერატურა 40-45 გრადუსს აჭარბებს. ამას ემატება ისიც, რომ უხვი ნალექი დიდი ხანია არ მოსულა. შედეგად, მცენარეების დიდი ნაწილი გამომშრალია. ამ პირობებში ხანძრის გამოწვევა შეუძლია მეხის ჩამოვარდნას, ხშირად კი ადამიანების დაუდევრობასთანაც გვაქვს საქმე. გვალვის გამო ძალიან რთული ხდება ცეცხლის კონტროლიც და ეს ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქარის მიმართულება ხშირად იცვლება. ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ხშირად ცეცხლის ალი ხეების კენწეროებამდე აღწევს. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ხანძრების გავრცელების მიზეზი რამდენიმეა. როგორც უკვე ვახსენე, ეს არის კლიმატის ცვლილება, ცუდი მენეჯმენტი, ასევე ბევრს საუბრობენ ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის როლზეც, რომლებიც ცეცხლს ხშირად განზრახ აჩენენ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათთვის ცეცხლი მტერი არ არის, ეს ხალხი ცეცხლს თავდაცვის მიზნით იყენებს. ისინი აჩენენ მცირე ხანძრებს, რათა დაიცვან სახლი და მიწა, სადაც მოჰყავთ მცენარეული კულტურა. თუმცა კლიმატის ცვლილების ფონზე ცეცხლის კონტროლი უკვე წარმოუდგენელია. ერთ-ერთი ფაქტორი არის ქვანახშირის წვაც. ამ დროს ხდება სათბურის აირების გამოყოფა ატმოსფეროში. ეს კი გლობალურ დათბობას იწვევს. ავსტრალია ძალიან დიდ შემოსავალს იღებს ქვანახშირის ექსპორტით, თუმცა დღეს სულ უფრო ხშირად მეტი მოქალაქე კითხულობს, არის კი ქვანახშირი ენერგიის საუკეთესო წყარო, რადგან ენერგიის გამომუშავება სხვა გზებითაც შესაძლებელია. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ატომური ენერგია.

 

რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა საფრთხის წინაშე არსებული ცხოველების გადასარჩენად?

 

ძალიან კარგი და სასიამოვნოა, რომ ამ თემას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ვეტერინარების ჯგუფები ეხმარებიან ცხოველებს. ვნახეთ, როგორ მკურნალობენ კოალებს და კენგურუებს. მოხალისეები ეძებენ დაშავებულ ცხოველებს და მათ გადარჩენას ცდილობენ. ეს ცხოველები თავშესაფრებში ხვდებიან, სადაც მათ უვლიან, ვიდრე ხანძრების ლოკალიზება და ცხოველების გარემო პირობებში დაბრუნება არ მოხერხდება. ასევე, უამრავი მოხალისე ცდილობს ხანძრების ლოკალიზებას. ეს რთული საქმეა, რადგან ცეცხლი არ ჩერდება. ხანძრები კიდევ დიდხანს შეგვაწუხებს. სინოპტიკოსები უხვ ნალექს არ პროგნოზირებენ, ამიტომ ავსტრალიას დახმარება სჭირდება.

 

1tv.ge


თეგები:
ავსტრალია



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up