მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა

მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა

access_time2020-11-02 19:00:00

ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.



მისი თქმით, სხვადასხვა შეფასებით არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო; ასევე, კარგია, რომ საარჩევნო ცვლილებები დაინერგა.



„არჩევნების შესახებ სხვადასხვა - ეუთო-ს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სხვადასხვა ევროპელი დამკვირვებლის შეფასება წავიკითხე. დასკვნა იყო ის, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა ასევე, შეშფოთება შეეხებოდა კანონდარღვევებს, როგორიცაა დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება და ის უსამართლობა, რომ ერთ პარტიას აქვს დიდძალი რაოდენობის თანხა. ასე რომ, ნათელია, სისტემას კვლავ სჭირდება გაუმჯობესება. სხვათა შორის, მათგან, რაც ვახსენე, ზოგიერთი მათგანი, ასე ვთქვათ, ბევრი წლის განმავლობაში, საარჩევნო პროცესში უკვე საქართველოს ტრადიციების ნაწილია და დრო სჭირდება, რომ ისინი შეიცვალოს - რა თქმა უნდა, ისინი უნდა შეიცვალოს და პროცესისგან გამორიცხული იყოს. კარგი სიახლე ის არის, რომ საარჩევნო ცვლილებები მოხდა და დაინერგა, ახლა უფრო მეტი რეფორმაა საჭირო.




ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ყველა ძალიან ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რომ უფრო მეტი სერიოზული დარღვევა არ იყოს, რომელიც შედეგების ვალიდურობას ეჭვქვეშ დააყენებს“, - აღნიშნა ბრაიზამ.



მანვე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას ოპოზიციური პარტიების პროტესტის შესახებ და აღნიშნა, რომ მათი ლიდერების ადგილას პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყოდა.



„როგორც ვნახე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კანონდარღვევები იმდენად სერიოზული იყო, რომ არჩევნები თაღლითურად ჩატარდა. ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ზოგადად, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, არჩევნები კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი იყო. ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა. ეს ქართულ პოლიტიკასა და დემოკრატიას უფრო კონკურენტულს გახდის, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს მთლიანი ქვეყნის წინაშე, თუ პარლამენტში ასეთი ცვლილება მოხდება. ასევე, ვგულისხმობ, მე რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მქონდეს, რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებდი, რადგან სწორედ ესაა დემოკრატია. მესმის პროტესტი და იმის თქმა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დემოკრატიაში როდესაც პარტიაზეა საუბარი, პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის წინაშე, რომ მათთვის პარლამენტში იბრძოლო. ასე რომ, მე ვიგრძნობდი პარლამენტში შესვლისა და ჩემი ამომრჩევლების ინტერესების გატარების პასუხისმგებლობას. თუმცა მესმის, საქართველო განვითარებადი დემოკრატიული სისტემაა და ყველა ლიდერს შეუძლია, გადაწყვიტოს, როგორ უნდა გააჟღეროს თავისი პროტესტი“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up