მეთიუ ბრაიზა: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავიდან აიცილოს კიდევ უფრო მეტი გართულებები მოსკოვთან

მეთიუ ბრაიზა: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავიდან აიცილოს კიდევ უფრო მეტი გართულებები მოსკოვთან

access_time2019-07-04 14:30:42

“სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავიდან აიცილოს კიდევ უფრო მეტი გართულებები მოსკოვთან”,-ასე აფასებს “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი, მეთიუ ბრაიზა რუსეთთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკას. დიპლომატის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი სრულიად თანმიმდევრულია საქართველოს ბედისწერასთან მიმართებით, რაც ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობას გულისხმობს.


-არ ვიცი, რამდენად კარგად აკვირდებოდით საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ბოლო წლების განვითარებას. რამდენად შორს შეიძლება ეს წავიდეს და ამ ურთიერთობებში რამდენად ღრმად შესვლის უფლება აქვს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში?


–გეოგრაფია საქართველოს ბევრის უფლებას არ აძლევს გარდა იმისა, რომ ჰქონდეს ქმედითი ურთიერთობები რუსეთთან. მას არ აქვს არჩევანი. რუსეთი უნდა იყოს საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, თუმცა, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი უნდა იყოს ევროკავშირი, რისი განვითარებაც დაწყებულია. ვფიქრობ, ეს შემთხვევა – საზოგადოების რეაქცია აჩვენებს ბუნებრივ ლიმიტს იმისა, სადამდე შეუძლია ამა თუ იმ ლიდერს საქართველო კვლავ დაუახლოვოს რუსეთს.



ნატოში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა კვლავაც ძალიან მაღალია (80%-ზე მეტი) და თუ ქართველებზე და ქართულ კულტურაზე ჩემს ცოდნას დავეყრდნობით, ის კარგა ხანს არ დაიწევს. პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ბევრი ფიქრობს – ნეტავ, ზედმეტად რბილი ხომ არ არის რუსეთის საკითხზე, მაგრამ ის სრულიად თანმიმდევრულია საქართველოს ბედისწერასთან მიმართებით, რაც გულისხმობს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობას.


ვფიქრობ, ის გონივრულად არ ლაპარაკობს ბევრს წევრობაზე, არამედ ლაპარაკობს მაქსიმალურად დაახლოებაზე. ჩემი აზრით, ის ცდილობს თავიდან აიცილოს არასაჭირო, კიდევ უფრო მეტი გართულებები მოსკოვთან, რის პარალელურადაც საქართველო მაქსიმალურად ისუნთქავს დასავლეთის ჟანგბადს და იმყარებს თავის სივრცეს დასავლეთში.


“ბუქარესტის გადაწყვეტილება იყო ტრაგიკული და ახლომხედველური ნატოს ალიანსის ლიდერების მხრიდან” ​​ ასე რომ, თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ – როგორ შეიძლებოდა ეს [რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში – რ.თ.] მომხდარიყო? რატომ უნდა გაეკეთებინა ეს რომელიმე ოფიციალურ ჯგუფს საქართველოში? ვფიქრობ, ეს იყო უგუნური გათვლა. შეიძლება, ვიღაცებს სურდათ მილაქუცებოდნენ მოსკოვს და შეესრულებინათ ვიღაცის დაკვეთა რუსეთიდან – იმისა, ვისაც სურდა.





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up