მეთიუ ბრაიზა - რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად

მეთიუ ბრაიზა - რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად

access_time2019-10-18 11:59:48

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივა მომგებიანია.


რასმუსენის იდეაზე, რომელიც გულისხმობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ბრაიზა „საქართველოს ინსტიტუტთან უსაფრთხო პოლიტიკისთვის“ ინტერვიუში საუბრობს.


„რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად. ეს გამოყოფილ რეგიონებს საქართველოს არ დაუბრუნებს, მაგრამ ქვეყანას მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და ალიანსის წევრობას. შესაძლოა, ეს წარმოსახვითია, მაგრამ არა უპრეცედენტო. კვიპროსშიც მსგავსი რამ მოხდა, როცა ევროკავშირმა მიიღო კუნძული მის შემადგენლობაში...როდესაც მსგავსი მიმართულებით ვსაუბრობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ყველა რეგიონი გახდეს ნატო-ს წევრი, მხოლოდ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.


ამერიკელი დიპლომატი ასევე ეხმაურება ქართული საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას, რომ თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ეს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავდეს. მისი თქმით, მომავალში იქნებიან გარკვეული რუსეთთან დაახლოებული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას განახორციელებენ, აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად.


„ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ აიცილონ წევრი სახელმწიფოების კრიტიკა, განსაკუთრებით აშშ. თუ პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს ან წინადადებაზე საუბარს, თუნდაც ანგელა მერკელი ან პრეზიდენტი მაკრონი, მაშინ გენერალური მდივანიც უფრო გახსნილად ისაუბრებს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს... ჯერ ისინი მხარს არ უჭერენ ამ იდეას, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ასე მოხდება“, - აღნიშნავს ინტერვიუში ბრაიზა.


ipn.ge





Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up