მეთიუ ბრაიზა გიორგი გახარიაზე - პოლიტიკოსის სიჯანსაღისთვის ცუდია, როცა რუსეთი ამბობს, რომ ის პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის  კარგი პირი იქნება მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს

მეთიუ ბრაიზა გიორგი გახარიაზე - პოლიტიკოსის სიჯანსაღისთვის ცუდია, როცა რუსეთი ამბობს, რომ ის პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის კარგი პირი იქნება მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს

access_time2019-09-12 16:30:37

საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის - მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


ის გამოეხმაურა რუსეთიდან საქართველის ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი განცხადებებს, რომ საქართველომ შესაძლოა, მისი თაოსნობით პირდაპირი დიალოგი დაამყაროს მოსკოვთან. მეთიუ ბრაიზას თქმით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის და შესაძლოა, რუსეთის მიზანია, კონცენტრირება სხვა საკითხზე მოხდეს, ვიდრე იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა.



„ზოგადად, ვფიქრობ, რომ აქ, საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის. ეს უამრავ ეჭვს აჩენს ამ პოლიტიკურ ლიდერზე და მის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის. მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს. შესაძლოა, სწორედ ესაა რუსეთის გეგმები - რომ ქართული პოლიტიკური კურსი არიოს. ეს არ უკავშირდება იმას, რომ მათ მოსწონთ პრემიერ-მინისტრი ან ივანიშვილი, არამედ სურთ, რომ ყველას მსგავსი კითხვები გაგვიჩნდეს და ფოკუსირება მოვახდინოთ რაღაც სხვაზე, ვიდრე იმის დანახვაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა - რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია, წაახალისოს ექსტრემიზმი, წაახალისოს ადამიანები ერთმანეთთან ბრძოლისკენ, რათა ისინი დემოკრატიულად ვერ განვითარდნენ, იმ მიზნით, რომ ამ ქვეყნის მანიპულირება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.


IPN





დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
access_time2019-11-14 11:55:40
დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up