მეთიუ ბრაიზა - დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას

მეთიუ ბრაიზა - დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას

access_time2020-07-17 14:30:57

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ის ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს და ასევე, იმ დიდ რეგიონალურ ციფრულ პროექტს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები, რომელსაც შავი ზღვის ქვეშ „კავკასუს ონლაინი“ ფლობს.


- როგორც ვიცი, კომპანია „აზერტელეკომი“, რომელიც „კავკასუს ონლაინს“ ფლობს, საქართველოს მთავრობას სტოქჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის. რისი თქმა შეგიძლიათ ამაზე?


- რეალურად, “კავკასუს ონლაინის“ მფლობელი აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლია“, რომელიც, „აზერტელეკომს“ ფლობს. „ნექსოლი“ ბევრ სხვა კომპანიას ფლობს და ასევე, ბევრ რამეს ნავთობის სექტორში. მას აქვს ბიზნესოპერაციები აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. მოხდა ისე, რომ „ნექსოლი“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ან, ჰქონდა განხილვები საქართველოს მთავრობასთან ერთად, რაც 2018 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ „კავკასუს ონლაინის“ შეძენა გადაწყვიტა, როგორც ბევრად დიდი ციფრული ჰაბის ნაწილის, ციფრული აბრეშუმის გზის. გამყიდველს, ხვიჩა მაქაცარიას, და მყიდველს - „ნექსოლის“ წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, ასევე, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან, ბატონ ივანიშვილთანაც კი, რათა მათთვის შეეტყობინებინათ გეგმის შესახებ - მაშინ, 2018 წელს არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უეცრად, კომუნიკაციების კომისიამ თქვა, რომ უნდოდა, „კავკასუს ონლაინის“ მიყიდვა „ნექსოლისთვის“ გაეუქმებინა, რაც უკვე მომხდარი იყო. „ნექსოლმა“ „კავკასუს ონლაინისთვის“ 61 მილიონი დოლარი გადაიხადა. კომუნიკაციების კომისიამ, როგორც მე ვიცი, თქვა, რომ ამის გაუქმება იმიტომ სურდა, რომ „ნექსოლმა“კომისიას არ შეატყობინა დაგეგმილი შესყიდვა ისეთი გზით, როგორითაც კომისიას სურდა. როგორც ახლახანს ვთქვი, ეს აბსოლუტურად მცდარია, რადგან „ნექსოლს“ დისკუსიები ჰქონდა საქართველოს ყველაზე მაღალ თანამდებობის პირებთან, აწვდიდა მათ განახლებულ ინფორმაციას, მაშინ, როდესაც შეძენის საქმე წინ მიდიოდა. კომუნიკაციების კომისიასთან და ქართველ თანამდებობის პირებთან შეხვედრების სერიების შემდეგ, წინა წლის აგვისტოს მერე, როცა პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმავალი პროგრესი არ იყო სახეზე, „ნექსოლმა“ საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ ეს შემთხვევა სტოქჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეეტანა. მათ თქვეს: „ვერ ვხედავთ სხვა რესურსს, სხვა გზას, რომლითაც ამ დავას გადავჭრით“. „ნექსოლი“ ამბობს: “ჩვენ ეს ფული გადავიხადეთ, გარიგება შედგა, ეს ჩვენი საკუთრებაა“. ეს ბიზნესში ნორმალური პროცესია - თუ ორი მხარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანი მთავრობაა, ვერ მიდიან ბიზნესდავის მეგობრულ გადაწყვეტამდე, მაშინ ხშირად საქმე საარბიტრაჟომდე მიდის. სამწუხაროდ, სწორედ ესაა ის, რაც ახლა ხდება.


- სულ ახლახანს, კომუნიკაციების კომუსიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმაც თქვა, რომ კომისია ამ გარიგების შესახებ ინფორმირებული არ იყო...


- რა თქმა უნდა, მე იქ არ ვიყავი, მაგრამ როგორც მე მესმის, არის ის, რომ „კავკასუს ონლაინის“ გამყიდველი და მყიდველი შეხვდნენ კომისიის ხელმძღვანელს და შეატყობინეს იმის შესახებ, რომ ეს შეთანხმება მალე შედგებოდა. როგორც ვამბობ, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებიც, მაშინდელი პრემიერის, ბახტაძის ჩათვლით, ინფორმირებულები იყვნენ.


ასე რომ, შეიძლება, საქმე იმასთან გვაქვს, რომ კომისია ამბობს: „იცით, თქვენ ჩვენი ინფორმირება სიტყვიერად მოახდინეთ, მაგრამ ეს წერილობით უნდა გააკეთოთ“. მაგრამ სხვათა შორის, ასეთი დავები სხვა ტრანზაქციების შესახებაც იყო, მათ შორის, აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, და ყველა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ამბობდა: „კარგი, კარგი, გვესმის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენთვის წერილობით ან რაიმე სხვა ფორმით შეგეტყობინებინათ, თქვენ ამბობთ, რომ სიტყვიერად შეგვატყობინეთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, შეთანხმებას დავუშვებთ“. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომისიამ თქვა, რომ არა, ამ გარიგებას გავაუქმებთო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უცხოური კომპანიაა ჩართული და ეს კომპანია აზერბაიჯანულია. კავკასიაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის დაუჯერებლად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ენერგიის სექტორიდან დაწყებული. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო ევროპასთან დასაკავშირებლად, საქართველოს კი აზერბაიჯანის ინვესტიციები და ენერგია სჭირდება, რათა ეკონომიკა წავიდეს წინ. შესაბამისად, მთელი ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან უცნაურია და ისევ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მცდელობას უკავშირდება.



- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი საქართველოში სადავო საკითხია, მაგრამ რას გვეტყვით თქვენი გადმოსახედიდან - ეჭვის თვალით უყურებთ ამ კანონპროექტს და ფიქრობთ თუ არა, რომ ის შესაძლოა, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყოს „კავკასუს ონლაინთან“?


- რაღაც ძალიან უცნაურია იმაში, თუ როგორ მიიწევს წინ ეს პროექტი. მოსმენები გვიან ღამით, შუაღამის მერე საკმაო ხნის შემდეგ მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა, რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს? ეს ერთი შეშფოთების საგანია. მეორეა შინაარსობრივი. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება, გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად. უნდა ვთქვა, რომ როგორც ამ კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი რატომღაც, კონკრეტულად „კავკასუს ონლაინზე“ ფოკუსირდება. როგორც ვთქვი, ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან დაკავშირებით იყო 9 სხვა „ქეისი“, როდესაც კომუნიკაციების კომისიას შეთანხმების შესახებ დავა ჰქონდა, რადგან ამის შესახებ კომისიის ინფორმირება არ მომხდარა სათანადოდ, თუმცა ყველა შემთხვევაში კომპანიებს საშუალება მიეცათ, გარიგება შემდგარიყო. ეს, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევა ერთადერთია, როდესაც კომისიამ ამის საშუალება შეზღუდა. ახლა, მას შემდეგ, რაც ნექსოლმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა, უეცრად, ჩნდება ახალი კანონი. ასე რომ, ეს ყველაფერი საეჭვო გარემოებებია. იურისტი არ ვარ, რა თქმა უნდა, არც საქართველოს კონსტიტუტიის სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია, შევეხო სხვა ტელეკომუნიკაციის კომპანიების საპროტესტო წერილს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ გამყიდველისა და მყიდველი „ნექსოლის“ მიერ დარღვეული ვალდებულების გამო ზომა არაპროპორციულია ანუ, გაყიდვის გაუქმება, „კავკასუს ონლაინის“ აქციების ნაციონალიზაცია ან კონფისკაცია, უკიდურესი ზომაა. მართლაც, უაზროა, როდესაც ასეთ ექსტრემალურ ზომას იღებ, თუ მხოლოდ იმას ამბობდი, რომ „იცით, თქვენ კომუნიკაციების კომისიას სათანადო პროცედურების შესაბამისად არ აცნობეთ“.


- სრული სურათი რომ დავხატოთ: რისი თქმა შეგიძლიათ რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტზე და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ მისი განხორციელებით?


- მართლა არ ვიცი, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს კომუნიკაციების კომისიას ამ ქმედებებისთვის, გარდა „კავკასუს ონლაინის“ კონტროლის ქვეშ მოქცევისა. ვფიქრობ, რომ დასანანი იქნება, თუ საქართველო იმ ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თქვენ ახსენეთ. ეს აღმაფრთოვანებელი პროექტია და სწორედ ამიტომ მაწუხებს ეს საკითხი. ციფრული ჰაბის პროექტი თითქოს, ციფრული აბრეშუმის გზაა. მე საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში - ვგულისხმობ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენს, სამხრეთ კავკასიის გაზსადენს. ეს ის პროექტებია, რომელზე მუშაობასაც ჩემი კარიერის 20 წელი დავუთმე. მჯერა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს, ამასთანავე, აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, ნატო-სთან ერთად, თურქეთის გავლით, ევროკავშირთან იყოს დაკავშირებული. ციფრული ჰაბის პროექტი ასეთივე იდეაა, უბრალოდ, ციფრულ სივრცეში. ეს იდეა უკავშირდება ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნას, რომელიც ევროპიდან - გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან, ჩინეთამდე, შანხაიმდე იქნება გადაჭიმული. „კავკასუს ონლაინი“ ცენტრალური ნაწილია, რადგან ბულგარეთსა და საქართველოს შორის, შავ ზღვაშია ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები, რომელსაც „კავკასუს ონლაინი“’ ფლობს. შესაბამისად, გეგმაა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების შეძენა თუ აშენება თუ იჯარით აღება, მარშრუტზე - ევროპიდან, შავი ზღვის ქვეშ, შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, შემდეგ კასპიის ზღვის ქვეშ (აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის მიღწეული შეთანხმების წყალობით), შემდეგ კი ცენტრალურ აზიამდე. ასეთი ჯერ არაფერი არსებობს.


ამის ალტერნატივაა მარშრუტი რუსეთის გავლით, რომელიც შეიძლება, ძვირი იყოს და ქართველი ხალხის ნაწილში იწვევს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაემართოს მათ ინტერნეტ ტრაფიკს, თუ ის რუსეთში გაივლის. სხვა ალტერნატივებია წითელი ზღვის გავლით, შემდეგ, შუა აღმოსავლეთში ან თუნდაც, სამხრეთ აფრიკისა და კეთილი იმედის კონცხის მოვლით. მაგრამ ეს ბევრად გრძელი მარშრუტებია, არაა ყოველთვის სანდო და ხანდახან, ზოგიერთი წყალქვეშა კაბელი შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, ციფრული ჰაბის პროექტი ყველაზე პირდაპირი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი გზაა ინტერნეტის მონაცემების მისაღებად ევროპაში არსებული დიდი სერვერებიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. გარდა ამისა, საქართველოსთვის შეიძლება, მართლაც დიდი რაღაც მოხდეს. თუ ასეთი ეფექტური, სწრაფი ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, არის იმედი, რომ თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს, რომელიც ისეთი კომპანიებისგან მოიზიდავს კონტენტს, როგორიცაა ამაზონი, ნეთფლიქსი, გუგლის ყველანაირი სერვისი; რადგან რაც უფრო ახლოსაა კომპიუტერის სერვერები მომხმარებლებთან, მით უკეთესია თავად სერვისი. თბილისი შესანიშნავ ადგილზე მდებარეობს იმისთვის, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ეს მიაწოდოს, გეგმა კი საქართველოში, თბილისში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას უკავშირდება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ამ გლობალურმა და ამერიკულმა პროვაიდერებმა სწორედ თბილისში განათავსონ თავიანთი ინფორმაცია და გამოიყენონ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი. რა სირცხვილი იქნებოდა, თუ ეს შესაძლებელი ვერ გახდებოდა „კავკასუს ონლაინის“ გარიგების გაუქმების გამო.


- რაიმე კუთხით, შეადარებდით ამ პროექტს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს?


- არ ვიცი, შევადარებდი თუ არა, რადგან ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ვიცი იმის შესახებ, თუ რა იდგა ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმების უკან. თუმცა, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ვაშინგტონში, ძლიერი ადამიანები ამ შედარებას აკეთებენ. ძლიერები - იცით, ვინც არიან ისინი, - კონგრესის წევრები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობდნენ საარჩევნო რეფორმის კანონთან დაკავშირებული დავის პერიოდში. ისინი ფიქრობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთიდან რაიმე სახის ზეწოლის გამო გაუქმდა. ვფიქრობ, რომ ანაკლიის პორტის საკითხი ძალიან ჩახლართულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ციფრული ჰაბის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ასევე, იმ ფაქტის გამო, რომ ეს პროექტი რუსულ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებს გაუწევს კონკურენციას, ვიცი, რომ ხალხი ვაშინგტონში შეშფოთებულია. ფიქრობენ: „ვაუ, შეიძლება, ამ პროექტის გაუქმებას რაიმე საერთო ჰქონდეს რუსეთთან“. არ ვამბობ, რომ ეს დაზუსტებით ვიცი; ამასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. თუმცა ვიცი, როგორი მოსაზრებებია ვაშინგტონში.


- ე.ი. ხედავთ რუსულ ინტერესებს, როდესაც ამ პროექტისთვის შესაძლო ხელშეშლაზე ვსაუბრობთ?


- არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ვაშინგტონში ზოგი ძალიან გავლენიანი ადამიანი შეშფოთებულია, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ისინი იმ რეალობას უყურებენ, რომ ეს ისეთი პროექტია, რაც რუსეთს არ მოეწონებოდა. კრემლს არ მოეწონებოდა პროექტი, რომელიც რუსეთის უფრო ნელ და ძვირ ციფრულ ინფრასტრუქტურას გაუწევდა კონკურენციას. ანალოგიურად, რუსეთმა თქვა, რომ თავისი ახალი პოლიტიკა აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანზიტული დერეფნების მაქსიმიზებას უკავშირდება, იქნება ეს ენერგია (რაც ყოველთვის იყო რუსეთის პოლიტიკა), სარკინიგზო თუ საგზაო ტრანსპორტი, თუ ციფრული ინფორმაციის ტრანსპორტი. ასე რომ, ბრალდებას არ ვაყენებ, უბრალოდ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ციფრული ჰაბის პროექტი მოსკოვის გადმოსახედიდან, რუსეთის ინტერესებში არ შედის, ვაშინგტონში კი ხალხი ამას ყურადღებით აკვირდება და ვარაუდობს, რომ რუსეთი პროექტის განხორციელებას არ ემხრობა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up