მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პროექტის ჩავარდნა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებს

მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პროექტის ჩავარდნა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებს

access_time2019-08-26 17:00:27

რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ასე რომ, თუ პროექტს ეს საშინელი შიდა სამართლებრივი დავა არ შთანთქავს, ანაკლიის პორტი იმუშავებს და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს!


თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზისუვერენული სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნება, - განუცხადა აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ ბრიტანულ გამოცემა IWPR-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი). კვირის პალიტრა ინტერვიუს ქართულ ვერსიას გთავაზობთ.



- ზოგადი შეკითხვით დავიწყოთ: როგორია ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის?


- სტრატეგიული თვალსაზრისით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, პირველად საკუთარი არსებობის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნება გახდეს ადგილი, რომლის გავლით განხორციელდება უმსხვილესი საზღვაო გადაზიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავისთავად ცხადია, პორტი საქართველოს გააძლიერებს ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების გადმოსახედიდან, მაგრამ ეს პროექტი ასევე უდიდეს ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ადგილზე მსოფლიო ეკონომიკურ სამყაროში. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო პერსონალმა ავღანეთში შეიძლება სწორედ ანაკლიის პორტი გამოიყენოს სამხედრო ტვირთის გადასატანად, ნაცვლად თურქული პორტის­ მერსინისა. ანაკლიის პორტი ნიშნავს მეტ ბიზნესს, უფრო ძლიერ და აქტიურ ეკონომიკას, რაც უფრო გააძლიერებს სტრატეგიულ ურთიერთობას საქართველოსა და შტატებს შორის.


ეს პორტი საქართველოს გლობალური მასშტაბის სავაჭრო ჰაბად აქცევს, რაც, თავის მხრივ, თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ზოგადად უსაფრთხოებას წაადგება.


- სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ სტრატეგიული ინტერესი­ აქვს ვაშინგტონსაც. პარალელურად იკვეთება მოსკოვის საპირისპირო ინტერესიც - როგორია­ ამ ინტერესების კვეთა?



- ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკას ფეხზე წამოდგომისა და მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც გარკვეულწილად გაანეიტრალებს იმ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომლებსაც მოსკოვი საქართველოზე გავლენის მოსახდენად იყენებს. სწორედ ამიტომ სძულს რუსეთს ეს პროექტი. მაშინ, როცა აშშ-ს არასოდეს უცდია რუსეთთან კონფრონტაცია, მას არც ის სურს, საქართველოს რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან.


მოსკოვში ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, რომ მათი ინტერესია, საქართველოს დამოუკიდებლობა შეუკვეცონ, და ამის მიღწევას თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრით ცდილობენ. ასე რომ, ვაშინგტონისთვის ყველა პროექტი, რომლებიც საქართველოს გააძლიერებს, კარგია და ანაკლიის პორტი სწორედ ასეთი პროექტია.


- როგორ ფიქრობთ, დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს? თუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის გამოც ბოლომდე იბრძოლებს?


- იმედია, რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც მაშინ, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე ვმუშაობდით. რუსეთი ამ პროექტებსაც ვერ იტანდა, რადგან მეთოდი,­ რომლითაც რუსეთის ეკონომიკის სისტემა მუშაობს, მისივე მონოპოლიების შენარჩუნებასა და გაძლიერებას გულისხმობს. რუსეთს ჰქონდა თითქმის მონოპოლიური კონტროლი კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. კრემლში ამის შენარჩუნება უნდოდათ, ამიტომაც შეგვეწინააღმდეგნენ. თუმცა­ დღის ბოლოს ვიცოდით, რომ პრეზიდენტ კლინტონისა და პრეზიდენტ ბუშის მმართველობისას რუსეთს ამ პროცესების შეჩერება არ შეეძლო. მათი ბერკეტები ამოწურვადია, ისინი ვერ იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას - საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი. რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ასე რომ, თუ პროექტს ეს საშინელი შიდასამართლებრივი დავა არ შთანთქავს, ანაკლიის პორტი იმუშავებს და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს.


- ამბობთ, რომ რუსეთი სამხედრო ძალას­ არ მიმართავს პროექტის შესაჩერებლად, მაგრამ­ რას იტყვით პოლიტიკურ ზეწოლაზე? სხვა რომ არაფერი, განა ბუნებრივი არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტმა რუსეთს ჭკუა ასწავლა და შეეცდება, მსგავსი შეცდომა აღარ მოუვიდეს და პორტის აშენება არ დაუშვას?


- რუსეთი ითვალისწინებს შეცდომებს, მაგრამ ისეც არ არის საქმე, თითქოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენი არ ახსოვდა და მის შეჩერებას არ ცდილობდა. ისევე, როგორც ახლა ცდილობს ტრანსადრიატიკული გაზსადენის დაბლოკვას. ორივე­ შემთხვევაში რუსეთი აფინანსებდა არასამთავრობო ჯგუფებს, ფსევდოენჯეოებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გაზსადენის­ აშენება გარემოს დააზიანებს, იტალიაში კი ამბობდნენ, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენი საფრთხეს უქმნიდა ძველ ზეთისხილის ბაღებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, თუ რა გაკვეთილები ისწავლა რუსეთმა წინა პრეცედენტებით, მოსკოვის შესაძლებლობა, მსგავსი პროექტი დაბლოკოს, უკიდურესად შეზღუდულია.


თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არ შეეცდება - პირიქით, მსგავსი მოლოდინი უნდა გვქონდეს და მოსკოვის პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების მცდელობებს უნდა ვებრძოლოთ.


- და მაინც, იტალიისგან განსხვავებით მოსკოვს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. რამდენად შესწევს ძალა დღევანდელ მთავრობას, რუსეთის ზეწოლას გაუძლოს? რამდენად რეალურია სცენარი, რომელშიც რუსეთი გვაიძულებს, ამ პროექტზე ხელი ჩავიქნიოთ?


- ამის რისკი არც ისე დიდია, რადგან, საბედნიეროდ, შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა პროექტის მხარდაჭერა - ეს გამოჩნდა როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს, ასევე აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ უჩვეულო განცხადებაა. უჩვეულოა ასეთი მკვეთრი კილო საელჩოს განცხადებაში - ხაზგასმა იმისა­, რომ აკვირდებიან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, რომ აქვთ შეკითხვები დროსა და კონტექსტზე, ასევე საუბარია მიუკერძოებელი­ სასამართლო სისტემისა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს­, ვშიშობთ, რომ რუსეთი ცდილობს გამოი­ყენოს საკუთარი გავლენა საქართველოში­ ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ეს გამაოგნებლად მკაფიო განცხადებაა და ვფიქრობ, თუ აშშ-ის მთავრობის პოზიცია არ შეიცვლება­, რისკი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას რუსული წნეხის გამო დათმობებზე წასვლა მოუწევს, დაბალია.


- პომპეომ ასევე მოგვიწოდა, ვუფრთხილდეთ ჩინურ ინტერესს. როგორ უნდა გავიგოთ ეს? პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებულად უკმაყოფილო იყო ჩინელებით, თუ ამ განცხადების ფესვები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ?


- პრეზიდენტ ტრამპის მიდგომა ჩინეთის­ მიმართ დამაბნეველი და ხშირად წინააღმდეგობრივია. ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანი თუ ხარ, სავარაუდოდ, წარმოდგენა არ გექნება, ხვალ რა პოზიცია ექნება ტრამპს ჩინეთის შესახებ. ამიტომაც ჯობს, ფრთხილად იყო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, ვაშინგტონში არსებობს კონსენსუსი, რომ Oნე Bელტ, Oნე ღოად ინიციატივა წარმოადგენს ჩინეთის მთავრობის მცდელობას, გააძლიეროს საკუთარი გავლენა და გააკონტროლოს სხვა ქვეყნების ეკონომიკები, იმის ნაცვლად, დაეხმაროს განვითარებაში. ვფიქრობ, საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს გახდეს დამოკიდებული ჩინურ იაფფასიან ინვესტიციებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რადგან, როგორც სხვა ქვეყნებში უკვე ვნახეთ, ხშირად ქვეყანას უწევს დათმოს კუთვნილი ობიექტი, რადგან სესხის დაფარვას ვერ ახერხებს.


ასე რომ, საქართველოს ვურჩევდი, იყოს ჭკვიანი და არა ხარბი. აკეთეთ ის, რასაც ყოველთვის აკეთებთ - ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. ნუ იქნებით დამოკიდებული ერთ ინვესტორზე, რომელი ქვეყანაც უნდა იყოს ის.


- ანაკლიის პორტის პოტენციალის გათვალისწინებით, ხშირად ისმის შეკითხვა, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ პროექტმა საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებში. თქვენ რას ფიქრობთ?


- ანაკლიის პორტს საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. უპირველესად იმით, რომ პორტი შესაძლებელია გამოიყენოს ნატომ და აშშ-მა აღჭურვილობისა და სხვა ტვირთების გადასატანად ავღანეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება.


როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო მუხლი 5-ის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას ჯარის გამოგზავნით უპასუხებს. თუმცა 2008 წელს ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა ლოჯისტიკური თვალსაზრისით გამოწვევა იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა საქართველოსთვის გამ­ოგზავნილი აშშ-ის სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირა. თუმცა ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, ნატოს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის პორტი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ ზეგავლენასა­ და საქართველოს კონტროლის უნარს, ვფიქრობ, ეს არის ის, რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია.


იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის 26 აგვისტოს ნომერში


კვირის პალიტრა





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up