მეთიუ ბრაიზა - 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა

მეთიუ ბრაიზა - 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა

access_time2019-10-18 11:58:39

ამერიკელი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა „საქართველოს ინსტიტუტთან უსაფრთხო პოლიტიკისთვის„ ინტერვიუში საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, მათ შეიმუშავეს გეგმა ვაშინგტონში, რომ „საქართველოს თავი დაეძვრინა იმ მახისგან, რომელის დაგებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა“.


მისი განცხადებით, პუტინის მახე სააკაშვილს ორ გამოსავალს უტოვებდა: უსიტყვოდ დათანხმებოდა რუსეთს კონტროლი აეღო აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“, ან შეიარაღებულ კონფლიქტში შესულიყო.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სხვა გეგმის განხილვა და შევიმუშავეთ მთელი რიგი ზომები, რომელიც მათ შორის მოიცავდა კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელებმა, რომლებიც „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ხელმძღვანელობდნენ, ამოიღეს ყველა ის პირობა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა ბრაიზამ.


მეთიუ ბრაიზა 2008 წლის ბუქარესტის სამიტსაც იხსენებს და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მყარად უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, თუმცა ეს საკითხი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაბლოკა. მისივე თქმით, მსგავსი რამ შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს.



„გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ რუსეთთან. ეს გასაგებია, ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან“, - აცხადებს ბრაიზა.


ამასთან, ბრაიზა კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკასაც აკრიტიკებს.


„როდესაც კონფლიქტი არსებობს, კერძოდ სამხედრო კონფლიქტი, ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ თან ისე, რომ არავის დანაშაულზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველა მხარე ნაწილობრივ დამნაშავეა. რაც შეეხება საქართველოს 2008 წელს, დამნაშავე ერთი მხარე იყო: სანამ ცოცხალი ვარ, სულ დავიჯერებ, რომ რუსეთმა მოახდინა ამის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, მაგრამ საქართველოს პასუხი, საუბედუროდ ისეთი იყო, რომ საბოლოოდ მის ინტერესებს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ბრაიზამ.


ipn.ge





პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“
access_time2019-11-18 11:30:14
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული...


მსგავსი სიახლეები

up