„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

access_time2020-02-19 13:00:33

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუტებით შექმნილი „ქართული გემო“ “ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.


„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით მალევე ჩაანაცვლა. შესაბამისად, ამერიკული რესტორნები საქართველოში ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.


ვენდის გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით, ვენდისა და დანკინის რესტორნებში იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება საქართველოში წარმოებული პროდუქტით არ ყოფილა მარტივი და მოკლევადიანი პროცესი. დასაწყის ეტაპზე ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ადგილობრივ მეწარმეებთან და საბოლოო ჯამში, სამ წლიანი მუშაობის შედეგად, მოვახდინეთ რამდენიმე საწარმოს სერტიფიცირება. შესაბამისად, შევიძინეთ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური ბიზნეს პარტნიორები მაღალტექნოლოგიური საწარმებით „მარშეს“, „სმარტის“ და „თოლიას“ სახით, არამედ უფრო მეტად კმაყოფილი ერთგული მომხმარებელი, რომლისთვისაც „ვენდისში“ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მიღებული „ქართული გემო“ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.


„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივით და ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც“.



„მარშე“ 2012 წლიდან თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქტებს აწარმოებს, რადგან კომპანიისთვის ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტია. „მარშეს“ ნებისმიერი ნედლეული თუ მზა პროდუქტი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას წარმოების ყველა ეტაპზე გადის. კომპანიის მიზანია, ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომებით აწარმოოს საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები.


„თოლია“ 1997 წლიდან უზიარებს ბედნიერებას მთელ საქართველოს, რადგან კომპანიის თქმით ნაყინი არის ბედნიერება, რომელსაც თუ არ ეძიებ, ის თავად გიპოვის და ცხოვრებას გაგილამაზებს.


საქართველოში “ვენდის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. და დღესდღეობით „ვენდის“ 13 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართვლეოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“.



(R)


თეგები:
ვენდისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up