მეთადონის სამკურნალო პროგრამა – ნელი სიკვდილი სახელმწიფოს ხელით

მეთადონის სამკურნალო პროგრამა – ნელი სიკვდილი სახელმწიფოს ხელით

access_time2019-09-30 21:15:01

ნარკომანია დღემდე საქართველოს გადაუჭრელ პრობლემად იქცა. მძიმე 90–იანი წლების ჭრილობა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. მართალია საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დამოკიდებულება ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ამ მძიმე სენს უშედეგოდ ებრძვიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2018 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 8650 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის დადებითი შედეგი 4961 ადამიანს, ანუ ნახევარს დაუდგინდა. მართალია, აქ იგულისხმება შემოწმება, როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ნარკოტიკულ საშუალებებზე, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შემდეგ, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე სულ უფრო ნაკლები ადამიანი გადაჰყავთ შესამოწმებლად.

 

დეკრიმინალიზაციამ რა ჰქმნა

 

რადგან ამ შემთხვევაში საუბარი მეთადონის სახელმწიფო პროგრამაზე გვაქვს, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე არ ვისაუბრებ. თუმცა, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემზე. მას შემდეგ რაც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სულ უფრო ნაკლები ადამიანი გადაჰყავთ პოლიციის შენობაში შესამოწმებლად. მაშინ, როცა ეს რიცხვი წინა წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო. მაგალითად – 2010 წელს 33 ათასი ადამიანი, 2013 წელს 60 ათასი ადამიანი, 2014 წელს 50 ათასი ადამიანი და ა.შ.

 

 


 

ციხე, როგორც გამოსავალი

 

ამ სტატისტიკაზე ყურადღების გამახვილების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო ნარკომანიას აღიქვამს როგორც მხოლოდ დანაშაულს და არა როგორც მძიმე სენს, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. ბუნებრივია, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა–გასაღებას სახელმწიფო სტრუქტურები მაქსიმალურად უნდა ებრძოლონ და ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგა ბოლო წლებში. თუმცა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში ნარკოტიკები, არამარტო ადგილობრივი მოხმარებისთვის ხვდება, არამედ საქართველო ნარკოტიკების ერთგვარ გამტარ ფუნქციასაც ასრულებს.

 

როგორც აღვნიშნეთ ერთია შეძენა–გასაღება, თუმცა სრულიად განსხვავებული საკითხია მოხმარება–დამოკიდებულება. სტატისტიკა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ცხადჰყოფს, რომ მხოლოდ დაკავება, საპყრობილეში გამოკეტვა ან დაჯარიმება გამოსავალი არ არის. უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში არსებობდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს პრობლემის დაძლევის საშუალებას მისცემს. სახელმწიფომ კი არ უნდა გარიყოს ნარკოდამოკიდებული ადამიანები, არამედ უნდა ეცადოს მათ რეაბილიტაციას და დაეხმაროს მძიმე სენის დაძლევაში.

 

რა არის მეთადონი

 

ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის მიზნით, საქართველოში სახელმწიფო პროგრამა – მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია არსებობს. თერაპია, რომელიც პირველად შემოღებულ იქნა აშშ-იში 1960-იან წლებში, ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია დანერგილი. მეთადონი ხანგრძლივი (24-36 სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. იგი ოპიოიდების აგონისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და მისი მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად მოქმედებს. მეთადონი, როდესაც იგი გამოიყენება მხარდამჭერი თერაპიისათვის შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტის (ე.წ. ~კაიფი”) წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდრომის (ე.წ.”ლომკის”) ნიშნებს. თერაპიისთვის გამოიყენება მეთადონის ჰიდროქლორიდის სიროფი, ხსნარი ან აბები. მიუხედავად იმისა, რომ მეტადონს სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ, მოქმედი ნივთიერება ყოველთვის ერთი და იგივეა – მეტადონ-ჰიდროქლორიდი. ყველა მწარმოებელი ამატებს არააქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კონსერვანტები, გემოსი და სხვა დანამატები.


 

კლინიკების არარსებობა და ქვეყანაში მიმოფანტული ნარკოცენტრები

 

მართალია მეთადონის პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც ფუნქციონირებს, მაგრამ ისეთი ფორმით, როგორც საქართველოშია ძნელად წარმოსადგენია სადმე არსებობდეს. საქართველოში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური სამკურნალო დაწესებულებების არსებობას, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად შესაბამის ცენტრებში მისვლა, რიგში დგომა და წამლის ასე მიღება. ნარკოდამოკიდებულებს ადგილზე მხოლოდ იმ დღის დოზას აძლევენ და მომდევნო დღეებისთვის მეთადონის სახლში წაღების უფლება არ აქვთ. მთელი საქართველოს მასშტაბით კი ასეთი მხოლოდ 19 განყოფილება (მათ შორის 2 პენიტენციურ დაწესებულებაში) და 2 კაბინეტი არსებობს. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმე რეგიონებში არსებული მოსახლეობისთვის, ვინაიდან მათ ყოველდღიურად ქალაქიდან–ქალაქში სიარული და საკმაოდ დიდი დროის კარგვა უწევთ რათა შესაბამისი მედიკამენტი მიიღონ. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების შედეგად კი უმეტეს შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელებამდე ანებებენ თავს მეთადონის პროგრამას, ან ჩავარდნილი დღეების პარალელურად სხვა ნარკოტიკული საშუალებებით იკმაყოფილებენ თავს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ 21 დაწესებულებიდან რეგიონებში მხოლოდ 11 მათგანია განთავსებული – თელავში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ქობულეთში, გორში, ბათუმში, ბორჯომსა და საჩხერეში. 8 ცენტრია თბილისში, ხოლო 2 პენიტენციურ დაწესებულებებში – თბილისსა და ქუთაისში.

როგორც ვხედავთ, თუკი კახეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა სურს, იგი შესაბამისი დოზის მისაღებად ყოველდღიურად თელავში უნდა წავიდეს. გურიის შემთხვევაში მხოლოდ ოზურგეთია ასეთი ქალაქი და ასე შემდეგ. მსგავს სიტუაციაში კი რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს არსებული პროგრამა ამას მკითხველი თავადაც მიხვდება. არადა, ქვეყანაში რომ არსებობდეს შესაბამისი სამკურნალო კლინიკები, სადაც პაციენტები სრულ გამოჯანმრთელებამდე დარჩენას შეძლებდნენ გაცილებით ეფექტური იქნებოდა მკურნალობაც.

 

ნარკომომხმარებლები ჟურნალ “ლიბერალთან” სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

“ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, ბევრი დრო მეკარგება. მგზავრობა ყველაზე დიდი დისკომფორტია ჩემთვის. ვერ ვმუშაობ, რადგან მთელი დღე ამას ვანდომებ. ამასთან, მგზავრობის გადასახადი ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, რაც უმუშევრობის პირობებში დამატებითი პრობლემაა ჩემთვის”, – აცხადებს ვანო.

 

“ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას უნდა მიხვიდე, ეს ყველაფერი 3 საათამდე უნდა მოასწრო, უდიდესი შეღავათი იქნებოდა შაბათ-კვირის ულუფის ერთად გატანა რომ შეგვეძლოს. პატარა ბავშვი მყავს და პროგრამით გამოწვეული შეზღუდვების გამო შვილი დასასვნებლად ვერ გამყავს ქალქიდან. მე არ ვარ უკვე ჩემი ოჯახის წევრი, მე მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის ოჯახის წევრი ვარ, რადგან ყოველდღე იქ უნდა ვიყო. ოჯახთან ერთად ვერსად დავდივარ – პროგრამაზე ვარ მიჯაჭვული”, – ამბობს გიორგი “ლიბერალთან” საუბრისას.

 

არარსებული სტატისტიკა და ჰაერში გასროლილი მილიონები

 

მეთადონის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა, სამწუხაროდ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანია ამ ეტაპზე ჩართული პროგრამაში, თუმცა მათი რაოდენობა დაახლოებით 7 000 ადამიანს აღწევს. მეთადონით ჩანაცვლების პროგრამას ამ ეტაპზე “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი. თუმცა, დეტალურად არ არის გაწერილი თუ როგორ იხარჯება აღნიშნული თანხები.

 

ასევე, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემი თუ რამდენი ადამიანის რეაბილიტაცია მოხდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და რამდენად ეფექტურად მუშაობს იგი არსებულ რეალობაში. არადა, მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ზუსტად დავინახავდით, რომ მსგავსი ფორმით პროგრამის არსებობა სრულიად არაეფექტურია და საბოლოო გამოჯანმრთელებას პაციენტთა საკმაოდ მცირე ნაწილი ახერხებს.

მაგალითად, 2015 წლის ნარკოვითარების ანგარიშის თანახმად, სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა ქვეყანაში 933 ადამიანმა გაიარა. მათგან მკურნალობაზე ხელმეორედ მისული მხოლოდ 66 (7%) იყო. ამავე წელს აბსტინენციაზე სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა სულ 7 კლინიკამ განახორციელა. მათ შორის სამმა გლობალური ფონდის თანადაფინანსებით. შვიდივე კლინიკაში საწოლების ჯამური რაოდენობა მხოლოდ 101 იყო.

 

საერთაშორისო რეკომენდაციები

 

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელის დავით ოთიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აამუშაოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. ვინაიდან ეს პროგრამები საქართველოში არ არსებობს და ადამიანები ისევ უკან უბრუნდებიან ნარკოტიკს:

 

“უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, გადამზადდეს პერსონალი, რომ რეაბილიტაციის კომპონენტი ყველა იმ ადამიანს მიეწოდოს, ვინც სტაციონარში გაივლის დეტოქსიკაციას და გადააგდებს ნარკოტიკს. დღეისათვის ეს კომპონენტი არ მუშაობს და , დიდი ალბათობით, საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვინც მკურნალობს, ისევ უკან უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას”.

 

ის რაზეც დავით ოთიაშვილი საუბრობს, წლებია გაწერილია ჯანდაცვის 2014-2020 წლების კონცეფციაში. ამ უკანასკნელში მეათე პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას უჭირავს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად ყურადღება გამახვილდება აღნიშნული სისტემის უკეთესი პოლიტიკის შემუშავებაზე და პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის იქნება ნარკომანიაც.

 

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაში მნიშვნელოვანი წილი მკურნალობაზეა ორიენტირებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნივთიერებადამოკიდებული პირების სამკურნალოდ აუცილებელია, შეიქმნას რეაბილიტირების თანამედროვე მეთოდები და ინფრასტრუქტურა.

 

“ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის” (EMCDDA) სტანდარტების მიხედვით მკურნალობა შესაძლოა არ იყოს ერთჯერადი, გაგრძელდეს ხანგრძლივად რამდენიმე წელი და ის უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეწყვიტოს ნარკოტიკების მიღება. საჭიროა ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქორეაბილიტაციური ან ორივე კომბინირებული.



bfm.ge




მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
access_time2019-11-19 14:10:33
„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!
access_time2019-11-18 21:35:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...


მსგავსი სიახლეები

up