საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც მოძრაობის დროებით შეზღუდვა გამოიწვია.
„დამეწყრილი მონაკვეთი წუხელ ღამითვე გაიწმინდა და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.