საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.
„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.