მესტიის სასტუმროები ფრენების  აღდგენის მოლოდინში

მესტიის სასტუმროები ფრენების აღდგენის მოლოდინში

access_time2020-07-09 12:30:48

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი დაშვებული გახდა,თუმცა  სასტუმროების ნაწილი დამსვენებლის სიმცირეს ან არ არსებობას უჩივის. მესტიის სასტუმროების მეპატრონეები დამსვენებლის  სიმცირეს  შიდა ფრენებთან დაკავშირებულ შეზღუდვას უკავშირებენ, ნაწილი კი ამბობს რომ მესტიას ადრეც ძირითადად უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ.


როგორც სასტუმრო „ელიტ ჰაუსის“ მეპატრონე არსენ ფალიანი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, მისი სასტუმრო ცარიელია და მესტიაშიც მხოლოდ რამდენიმე დამსვენებელი შეინიშნება.


„ჩემი სასტუმრო ამჟამად თითქმის ცარიელია, ერთი-ორი თუ  ჩამოვა  ქალაქში,  ისიც  „Guest House” -ებში მიდიან. წინა წლებში ძირითადად,  უცხოელი დამსვენებელი გვყავდა, თუმცა,  ქართველებიც  ჩამოდიოდნენ. ჯავშნები  თითქმის  ოქტომბრის  ბოლომდე  მქონდა, ახლა  არც  ერთი არ  არის, მოიხსნა ყველა. უცხოელებს ჩამოსვლის იმედი  აღარ  ჰქონდათ. დღევანდელი მდგომარეობით,  საერთოდ არ მაქვს  ჯავშანი,  ყველაფერი  საზღვრების  გახსნაზე  და ფრენების  აღდგენაზეა დამოკიდებული.“-აღნიშნავს ფალიანი. 


სასტუმროს მეპატრონე  ქართველი დამსვენებლის სიმცირეს შიდა  ფრენების  შეზღუდვასაც უკავშირებს და აღნიშნავს, რომ როცა ფრენებია დამსვენებელიც მეტია, რადგან გზაში ნაკლები დრო ეხარჯებათ.


„ზოგადად  ყველაფერი მოქმედებს, როცა  ფრენებია მეტი ტურისტია, რადგან ძალიან  ხელსაყრელია,  ნაკლები დრო  ეხარჯებათ  გზაში. მესტიაშიც  შეუმჩნეველია დამსვენებელი , დანახვა  რომ  გაგიხარდება  უცხო  სახის ისე ვართ,  მაგრამ ეს  არაფერს არ  ნიშნავს,  მესტიას არ  ეტყობა  რომ აქ  ვინმე  ისვენებს. სიტუაციიდან  გამომდინარე ფასებიც დავაკელით მაგრამ არაფერი მოქმედებს  ჯერჯერობით“-აცხადებს ფალიანი. 



სასტუმრო „პანორამას“ მეპატრონე  მაია  ჩანქსელიანი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მისი სასტუმრო ჯერჯერობით ვერ  იხსნება რადგან ჯანდაცვის რეკომენდაციებიდან გამომდინარე ფიზიკურ  პირს ოთახის დამსვენებელზე გაქირავება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იურიდიული პირის სტატუსს მიიღებს.


„ჩვენ  როგორც  ფიზიკური  პირები  ვამუშავებდით და ჩვეულებრივად ვაქირავებდით ოთახს, ახლა ჯანდაცვის ნებართვა რომ ავიღოთ საჭიროა, მივიღოთ იურიდიული პირის სტატუსი , ეს კი  გრძელი პროცესია. მესტიაში შემოსავლების სამსახური არ არის, დისტანციურად  დავრეგისტრირდი იუსტიციის  სახლში, ახლა რეგიონში მომიწევს ჩასვლა რომ სტატუსი  აღვიდგინო“-აღნიშნავს  მაია ჩანქსელიანი.მისი ინფორმაციით, ტურისტების აქტივობა მცირეა. 


 სასტუმრო „ნიკალა მესტიას“ მეპატრონე  ნინო ხოჯელანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი  ჯავშანი აქვს, დაბალ აქტივობას კი შიდა ფრენების დაპაუზებას უკავშირებს. „შიდა  ფრენების  ფაქტორიც  მოქმედებს ალბათ, თუმცა, მე  რასაც ვაკვირდები, ივლისის შუა  რიცხვების შემდეგ  მოდიან. სვანეთში  დიდად  ქართველები  არ  მოდიან,  უფრო  უცხოელებზე ვართ დამოკიდებული. თბილისიდან  შორია მაინც  მესტია, ალბათ შიდა ფრენების აღდგენაც იმოქმედებს ქართველ დამსვენებელზე, ბევრი კითხულობს მაგასაც“-აცხადებს ნინო ხოჯელანი.


სასტუმრო  „ნიკალა მესტია“ ჯერჯერობით  ნებართვის  აღებაზე არ ზრუნავს,რადგან მესტიაში დამსვენებელი არ არის და არც არავინ უკავშირდება ნომრის დასაჯავშნად.


„ჯერჯერობით უმოძრაოდ ვარ, ველოდები დეზინფექციისთვის საჭირო მასალებს, ნებართვაც არ მაქვს, განაცხადიც არ მაქვს  გაკეთებული, ფეხს ვითრევ, რადგან დამსვენებლები  ჯერ მაინც  არ არიან, არავინ არ მირეკავს , პანდემიის  მერე  საერთოდ  არ არის  აქტივობა.“


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up