მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟლიანი სვანეთში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ ჯამში რეგიონში 847 კილომეტრის შიდა გზაა. შესაბამისად, მისი რეალიბილიტაცია დაწყებულია, თუმცა, მისი დასრულება 2-3 წელიწადში ვერ მოხერხდება.
„სვანეთში არსებული გზების სრულყოფილ რეაბილიტაციას 60 წელი სჭირდება. 1 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია 1 მლნ ლარი ჯდება. ჯამში 847 კილომეტრის რეაბილიტაციას წარმოიდგინეთ რა ოდენობის თანხა სჭირდება? 847 მილიონი ლარის მობილიზება რომ 1-2 წელიწადში ვერ მოხდება, ეს ხომ ფაქტია.
მაგალითად, ავსტრიაში გზების მოწესრიგება 1960 წელს დაიწყო და 60 წლის შემდეგ დასრულდა. ეს სტანდარტია, გზას შეკეთების შემდეგ სჭირდება მოვლა-პატრონობა,შესაბამისად, ამის სახსრები გამოსანახია.ეს ყველაფერი კი ეკონომიკის გაძლიერებაზეა დამოკიდებული “-აცხადებს ჟორჟოლიანი.
business-partner.ge