მესტიის მერი: „ნენსკრა ჰიდრო“ ჩვენ გვიხდის გადასახადებს, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება

მესტიის მერი: „ნენსკრა ჰიდრო“ ჩვენ გვიხდის გადასახადებს, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება

access_time2019-06-28 14:11:49

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა. რადიო „კომერსანტთან“ ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიის სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა:


„2017 წელს, მშენებლობის ნებართვის მიღების დღიდან, ნენსკრა ჰესი ჩვენ გვიხდის გადასახადებს. მხოლოდ ნენსკრა ჰესიდან 2017 წელს 1.2 მილიონი შემოვიდა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 2018 წელს ამ რიცხვმა 2.6 მილიონი შეადგინა. 3 წელიწადში ეს რიცხვი 8 მილიონამდე აიწევს. შემოსული თანხა მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება. იგი აისახება სკოლამდელ აღზრდაზე, სპორტზე, კულტურასა და განათლებაზე. ყველა პირველ კურსელს ათას ლარს ვურიცხავთ, რითიც სტიმულს ვაძლევთ ადგილობრივ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება და დაგვიბრუნდნენ უკან.


ნენსკრა ჰესი მესტიაში სამ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიწის საკუთრებაში გადაცემის მხარდაჭერის პროექტი, მექანიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, „ნენსკრა ჰიდრო“ უზრუნველყოფს მძიმე ტექნიკით დახმარებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საჭიროებებიდან გამომდინარე და გადამზადების პროგრამა, რომელშიც ჩართულები არიან ადგილობრივები. მათ 1 თვის განმავლობაში ასწავლიან თბილისში, ქირაობენ სასტუმროს, გამოცდების ჩაბარების შემდეგ იღებენ საერთაშორისო დონის სერთიფიკატებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ „ნენსკრას ჰიდრო“ გადამზადებულ ადგილობრივებს ასაქმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას შემოსავლის წყაროც უჩნდება. კომპანიას აღნიშნული სოციალური პროექტებისთვის 4 მილიონი აქვს გამოყოფილი.


„ნენსკრა ჰიდრო“ გვეხმარება საბავშო ბაღების აღჭურვაში, ასევე 5 სოფელში წყალგაყვანილობის სისტემა მოაწესრიგეს.



2012-2013 წელს მესტიის ბიუჯეტი 4.2 მილიონი იყო. საკუთარი შემოსავალი 800 ათას ლარს აჭარბებდა. 2019 წელს კი, მუნიციპალიტეტის საკუთარმა შემოსავალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია, ძირითადად ქონების გადასახადი ჰესებიდან შემოდის. ბიუჯეტში ასევე გვაქვს სარეზერვო ფონდიც, რისი მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტი თავად უმკლავდება პრობლემებს“, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში.


რადიო „კომერსანტი“


ნათია კეკენაძე





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up