შელახული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობა - „მესტიას პატრონი არ ჰყავს“

შელახული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობა - „მესტიას პატრონი არ ჰყავს“

access_time2021-05-31 10:00:49

საქართველოს ბუნებრივი ბრილიანტი - ეს მესტიაა, ადგილი, სადაც წელიწადის ყველა დრო გამორჩეულად ლამაზია. ადგილი, სადაც დრო ჩერდება და ცდილობ თითოეული წამი შეიგრძნო, რომელსაც ქართული უძველესი კულტურის საცავში ატარებ. დაბა წლებთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პერსპექტიულ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ინფრასტრუქტურა განახლდა - მოწესრიგდა შიდა გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელ სახლებს, გამოიცვალა აივნები და განათდა კოშკები, მოეწყო ოლიმპიური სათხილამურო ტრასები, მაშინ მესტიის აეროპორტმა პირველი თვითმფრინავიც მიიღო. „კომერსანტი“ მოგიყვებათ, რა შეიცვალა 11 წლის განმავლობაში და როგორ განვითარდა ქვეყნის უნიკალური მხარე.

 

მესტიამდე მისასვლელი გზა,  ელექტროენერგიის მიწოდება, ბუნებრივი აირისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობა, გასართობი ადგილების ნაკლებობა - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც დაბაში წლებია ვერ მოგვარდა. სასტუმრო „გისტოლას“ გენერალური მენეჯერი, მაია მურაჩაშვილი დეტალურად  გვიყვება დღეს მესტიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავებასაც კერძო სექტორი დამოუკიდებლად, ადგილობრივი მთავრობის გარეშე ცდილობს. ამბობს, რომ მესტიაში კოშკების მხოლოდ ნაწილია განათებული. მურაჩაშვილის თქმით, ის დიდი, მასიური განათება, რომლის სილამაზეც ყველა ტურისტს აღაფრთოვანებდა, აღარ არსებობს.

 



„დღემდე მესტიას არ აქვს გაზი, იმის გამო რომ ბუნებრივი აირი არ მოგვეწოდება საკმაოდ დიდი პრობლემები იქმნება. სვანეთში რთული კლიმატური პირობებია, ამ დრომდე ოთახებში გათბობა გვაქვს ჩართული, შესაბამისად ეს ყველაფერი ელექტროენერგიაზე ან სხვა ალტერნატიულ საშუალებაზე გადადის, რომელსაც საწვავი სჭირდება, რაც ძალინ ძვირია. გაცილებით სავალალოა მდგომარეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ავარიული გათიშვები, დღეში რამდენჯერმეც კი. ეს დიდ პრობლემას იწვევს - გაყინული პროდუქცია, რომელიც მაცივარში გვაქვს ფუჭდება, სტუმრები უშუქობით უკმაყოფილოები არიან. ამის გამო კი იძულებულები გავხდით ალტერნატიული საშუალება შეგვეძინა, რაც დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ დენი ცენტრალურ გზაზეც კი ქრება. მესტიაში ამოსასვლელი, რამდენიმე ადგილი ისევ გაფუჭებულია, თუმცა სპეც - ტექნიკა ყოველთვის მობილიზებულია და ამ კუთხით შეფერხებები დიდად არ არის. რაიმე დამატებით, რომელიც მესტიას ახალ ხიბლს შესძენდა გაკეთებული არ არის. ძირითადად კერძო სექტორი მუშაობს.

 


იმისთვის, რომ გამართული სერვისი გქონდეს, ძალიან დიდი თანხის ინვესტირება უნდა მოახდინო. გამართულად მუშაობა ოთახის თვითღირებულებას იმდენად გიძვირებს, რომ იძულებული ხარ ნომრის ფასი გაზარდო, მომატებული ფასი ცხადია პანდემიურ პერიოდში რთული გადასახდელია. იმის გამო, რომ გასართობი ადგილების ნაკლებობაა, ჩვენს კომპლექსში არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, ლაუნჯი და ღამის კლუბი. როგორც კი რეგულაციები მოიხსნება ობიექტებს გავხსნით. პირველები ვიქნებით, ვინც ტურისტებს მესტიაში ღამის გართობას შესთავაზებს“, - გვიყვება მაია მურაჩაშვილი.

 



დაბაში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროს „თეთნულდის“ მეპატრონე საუბრობს. იგი ფიქრობს, რომ მესტიას დღეს პატრონი საერთოდ არ ჰყავს და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს:

 

„დღეს მესტია პრობლემურია, დაბა თბილისიდან ძალიან შორსაა, ამის მიუხედავად, როდესაც ტურისტი ჩამოდის მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღოს, თუმცა დღეს მას ამის ფუფუნება არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ მესტიას პატრონი საერთოდ არ ჰყავს, თუ ნორმალური მისასვლელი გზები არ გექნა, როგორ გინდა ტურისტები მოიზიდო? ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ჩვენ ხომ არ ვიზრუნებთ? ყოველი ზამთრის შემდეგ გზები ამოთხრილ-გადათხრილია. არაა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც ტურისტულ ქალაქს სჭირდება“, განაცხადა თეთნულდის მეპატრონემ.

 

საუკუნოვანმა კოშკებმა 11 წლის წინ ახალი სახე შეიძინეს, წლების წინ განახლებული მესტია საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, მაგრამ იქ არსებული პრობლემები დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ჩასულ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც. თუმცა თავისი უნიკალური ლანდშაფტის გამო დაბა მიმზიდველობას არ კარგავს.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up