„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

access_time2019-04-24 19:30:12


დავით დარჩიას Facebook პოსტს,  რომელიც მსახიობმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 


 ვყიდი ყველაფერს, სახლიდან დაწყებული, ერთი ნამუსს ვერ გავყიდი, დანარჩენი – კი, ბატონო. გაქცევა მინდა, ქვეყანასაც ვეღარ ვიტან. ქვეყანამ რა დამიშავა, ამაზე ლამაზი არაფერი მეგულება ამ სამყაროში, მაგრამ ასეთი ადამიანების ხელში უკვე აღარც საკუთარი ქვეყანა მინდა.  წერს დავით დარჩია სოციალურ ქსელში.


„კომერსანტი“ დაინტერესდა გამოცდილი თეატრისა და კინოს მსახიობების მოსაზრებით, ერთანხმებიან თუ არა კოლეგას და,  ზოგადად, რა ხდება სამსახიობო სფეროში, სადა ხშირად  საუბრობენ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებზე. 


მსახიობი ზურაბ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ დავით დარჩიას პოზიცია გასაგებია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თეატრისა და კინოს მსახიობები ძალიან ბევრს შრომობენ, მათი მდგომარეობა ბევრ ადამიანზე მძიმეა. 




„მე არ მიკვირს, რომ არ ფასდება სამსახიობო სფერო. ბევრი რამ არ ფასდება ზოგადად. დაბალი ხელფასები კი არა,  კინოს საერთოდ არ იღებენ და ხელფასები საერთოდ არ არის. აბსოლუტურად, მესმის დავით დარჩიასი. დროთა განმავლობაში მეცნიერება მოსპეს და სამსახიობო სფეროს რას უზამდნენ. ქვეყნიდან რომ გავიდნენ შეიძლება რამეს მიაღწიონ. ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ.“ -  აცხადებს კომერსანტთან საუბარში ზურა ყიფშიძე.



თეატრისა და კინოს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დაბალი ხელფასების მიუხედავად,  შრომისა და აქტიურობის მეშვეობით შესაძლებელია ღირებული პროდუქტის შექმნა.  ქვეყნიდან წასვლა, რათა უკეთეს ცხოვრებას ეზიარო, მსახიობისთვის მიუღებელია.



„ჩვენ გვახსოვს საბჭოთა კავშირში თეატრი, კინო და ყველაფერი იდეოლოგიზირებული იყო და ფინანსდებოდა, დღეს ეს იქცა კომერციად. ჩვენს ქვეყანაში იდეოლოგია არაა არც თეატრში, არც კინოში და, შესაბამისად, არ ფინანსდება. ხელფასები არ ჰყოფნის იმას, ვისაც რამე ღირებულის შექმნა უნდა. შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში საკუთარი თავი დაიმიკვიდრო როგორც მსახიობმა, მაგრამ ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. მე დიდი ხანია ხელფასი თეატრში არ ამიღია, ვმოძრაობ და რაღაცებს ვაკეთებ, ხან კინოში ვარ, ხან სკოლაში ლექსს ვკითხულობ, თუმცა ეს უფასოა. აქტიური უნდა იყო. აქ არ ვარგა და უნდა წავიდე - არაა სწორი დამოკიდებულება, ვინ უნდა უთხრას დარჩი და უკეთეს ხელფასს მოგცემო. შეცდომა დაუშვა ბატონმა დავითმა. მაშინ დავტოვოთ ქვეყანა ყველამ,“  - ზურაბ ცინცქილაძე.


ყველაფერს ვყიდი. თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ. ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ. ამ ეტაპზე მთელი ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული. პენსიონერი დედა რომ დაგეხმარება, რაღაზეა ლაპარაკი. ისიც, რით უნდა დამეხმაროს, საყურეს და ბეჭედს თუ მიიტანს ლომბარდში ან ვინმეს სთხოვს, რომ მასესხოს ფული. ვყიდი ყველაფერს, სახლიდან დაწყებული, ერთი ნამუსს ვერ გავყიდი, დანარჩენი – კი, ბატონო. გაქცევა მინდა, ქვეყანასაც ვეღარ ვიტან. ქვეყანამ რა დამიშავა, ამაზე ლამაზი არაფერი მეგულება ამ სამყაროში, მაგრამ ასეთი ადამიანების ხელში უკვე აღარც საკუთარი ქვეყანა მინდა. თეატრში ჩემს გარშემო იგივე მდგომარეობაა. ვისაც რამე აქვს გასაყიდი, ყიდის, ვისაც არა და ტირის.  წერს სოციალურ ქსელში მსახიობი დათო დარჩია. 


მარიამ მორგოშია





საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up