მეშახტეების ანაზღაურება გაიზარდა

მეშახტეების ანაზღაურება გაიზარდა

access_time2020-10-29 21:05:05

„საქნახშირში“ შრომის პირობების გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებები გრძელდება. შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში მეშახტეებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათი უშუალო ჩართულობით მოხდა პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა და საწარმოს გამართული მუშაობისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება. ერთ-ერთ ასეთ საკითხს ახალი საშტატო განაკვეთის დამტკიცება და მეშახტების ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენდა.


ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, 2020 წლის სექტემბრიდან ახალი საშტატო განაკვეთი დამტკიცდა და „საქნახშირი“ ანაზღაურების ახალი სისტემაზე გადავიდა. წარმოების ოპტიმიზაციის გათვალისწინებით განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია.


2020 წლის 1 სექტემბრიდან ხელფასები 20%-ით გაიზარდა, ცალკეულ ქვედანაყოფებზე კი ანაზღაურებამ 40%-მდე მოიმატა. მომპოვებელ, მზადებით და სარემონტო უბნებზე ანაზღაურება გამომუშავებით ხდება და ამ მიმართულებით დასაქმებულების ყოველღიური ანაზღაურება საშუალოდ 90-100 ლარი გახდა. საერთო ჯამში, საწარმოს ერთი თვის სახელფასო ფონდი 250 000 - 300 000 ლარით გაიზარდა.



აღნიშნული ცვლილებები დადებითად იმოქმედებს როგორც დასაქმებულების მოტივაციაზე და მათ მატერიალურ მდგომარეობაზე, ისე ქვა-ნახშირის მოპოვებაზე. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით ნახშირის წარმოება 1707 ტონას შეადგენდა, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით კი წარმოება 115875 ტონამდეა გაზრდილი.


შახტების ერთწლიანი მოკლევადიანი განვითარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 13 მილიონი ლარია გამოყოფილი.



(NS)






საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up