მესამე მადლობის წერილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს - რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება მუშების მომზადების საკითხები

მესამე მადლობის წერილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს - რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება მუშების მომზადების საკითხები

access_time2020-07-31 20:04:52

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მადლობის წერილი კიდევ ერთი საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციისგან მიიღო. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალის“ გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფსაბჭოს და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წყალობით ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კოლექტივებში გაფორმებულია და მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულებები, რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება გაჯანსაღების, მუშების მომზადების საკითხები, ტარდება სპორტული და კულტურულ-მასიური ღონისძიებები. 


მათივე განმარტებით, დამსაქმებელს და პროფკავშირს შორის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ერთობლივი განხილვა და გადაწყვეტილებების პოვნა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკოლოგიის და სოციალური კლიმატის გაუმჯობესებაზე იმ ქალაქებში, სადაც განლაგებულია საწარმოები.


„ პატივცემულო ნიკოლოზ!


პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრი „სოიუზმეტალი“ დღესდღეობით აერთიანებს 8 ქვეყნის სამთო-მეტალურგიული კომპლექსის დაახლოებით ერთ მილიონზე მეტ მუშას. თავისი უფლებების დასაცავად პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალ“-ში რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მეტალურგებთან ერთად გაერთიანდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშები.


8 ქვეყნის პროფკავშირი ერთობლივად განიხილავს შრომის პირობებს და მის ანაზღაურებას, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების თავისებურებებს და სოციალური პარტნიორობის დონეს იმ ქვეყნების სამთო-მეტალურგიულ კომპლექსში, სადაც მდებარეობს საწარმოები.


საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფსაბჭოს პრეზიდენტის თ. დ. დოლაბერიძისაგან წარმოდგენილი ინფორმაციით, ჩვენ გავეცანით პროფსაბჭოსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ პარტნიორობას.



ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წყალობით ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კოლექტივებში გაფორმებულია და მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულებები, რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება გაჯანსაღების, მუშების მომზადების საკითხები, ტარდება სპორტული და კულტურულ-მასიური ღონისძიებები.


დამსაქმებელს და პროფკავშირს შორის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ერთობლივი განხილვა და გადაწყვეტილებების პოვნა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკოლოგიის და სოციალური კლიმატის გაუმჯობესებაზე იმ ქალაქებში, სადაც განლაგებულია საწარმოები.


ასეთი საპასუხისმგებლო, სოციალური მიდგომა თქვენი მხრიდან და პროფკავშირის მხრიდან დიალოგში დიდი ინტერესით მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შრომითი კოლექტივების შემდგომ გაძლიერებას, ძალისხმევის აქტივიზაციას არამხოლოდ სოციალური, არამედ საწარმოო ამოცანების გადაწყვეტაში.


პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ!


ნება მომეცით პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალი“-ს სახელით გამოვხატო მადლიერება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირთან ასეთი თანამშრომლობისთვის, იმედს ვიქონიებთ მის შემდგომ განმტკიცებაზე.“ - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა გასული ორი კვირის განმავლობაში მადლობის წერილები სხვადასხვა საერთაშორისო მეტალურგიული ორგანიზაციებისგან მიიღო, სადაც ნიკოლოზ ჩიქოვანის სამი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები მათი მხრიდან დადებითად შეფასდა.


მათ შორის, „მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის“ (მსეფ) პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასეს „ჯორჯიან მანგანეზის“, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხები.
ასევე შვეიცარულმა ორგანიზაცია IndustriALL Global Union-მა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგა. კომპანიის ხელმძღვანელობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა ჩამოაყალიბა.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up