მერსედესმა BMW-ს ზედიზედ მესამედ აჯობა და პრემიუმ სეგმენტის გვირგვინი ღირსეულად შეინარჩუნა

მერსედესმა BMW-ს ზედიზედ მესამედ აჯობა და პრემიუმ სეგმენტის გვირგვინი ღირსეულად შეინარჩუნა

access_time2019-01-09 22:58:47

მერსედესმა გასულ წელს 2,3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, მაშინ, როცა ბავარიელების მონაგარი 2,1 მილიონია. ამ მონაცემებში შედის საკუთრივ ბრენდების მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები და არა მათი კუთვნილი სმარტისა და მინის გაყიდვების მონაცემი, იმიტომ, რომ ისინი პრემიუმ კლასის ბრენდებად არ ითვლებიანა. მერსედესის შემთხვევაში მონაცემებში არ შედის არც კომერციული დანიშნულების ავტომობილებისა და სატვირთოების გაყიდვები, რომლებიც ცალკე აღებული, 800 ათასზე მეტია რეალიზებული. ამის შესახებ  autobild.ge წერს. 

 

2018 წლის განმავლობაში მერსედესმა 2,310,185 ავტომობილი გაყიდა, რაც 2017 წელთან შედარებით +0.9%-ია. სმარტთან ერთად კი კომპანიამ 2,438,987 ავტომობილი გაყიდა.

 

გაყიდვები რეგიონების მიხედვით

 

აზია/წყნარი ოკეანე 

- 943,473 +7.8%

ევროპა - 933,697 -2.3%


ჩრდილეოეთ ამერიკა -  378,013 -5,6%

სეგმენტურად გაყიდვები შემდეგნაირად ნაწილდება:

SUV-ები 820,721

კომოპაქტები - 609,000

C-Class, E-Class, S-Class სედანები და უნივერსალები - 830 ათასი

Dream cars (კაბრიოლეტები, კუპეები, როდსტერები) პლიუს CLS  - 166,000

Mercedes-AMG - 118,000

 

აღსანიშნავია, რომ მერსედესისთვის, მიუხედავად გაყიდვების უმნიშვნელო ზრდისა, ეს წელი ისტორიის მანძილზე ყველაზე წარმატებული იყო, კომპანია ზედიზედ მერვე წელია საკუთარ გაყიდვებს აუმჯობესებს. ამასთან, სამქიმიანები ბავარიელებს ბოლო სამი წელია ჯობნიან, აქამდე, 2005 წლიდან მოყოლებული, 2015 წლის ჩათვლით, პრემიუმ ავტომობილების გაყიდვების ლიდერი იყო BMW, უფრო მეტიც, 2010 წლიდან 2013 წლის განმავლობაში მერსედესი მარცხდებოდა აუდისთანაც, რომელიც წელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის კონკურენტებს.

 

autobild.ge 






გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up