მერსედეს ვერა-მარტინი: თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდის გამო, ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იქნება

მერსედეს ვერა-მარტინი: თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდის გამო, ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იქნება

access_time2019-05-13 12:57:16

საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ 2019 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ სამიზნედ განსაზღვრულ 3%-ზე მაღალი შეიძლება იყოს, რისი მიზეზიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდაა.


IMF-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6% იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, ის 5.2%-მდეც გაიზრდება.


ჩვენი შეფასებით, რეფორმების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი, დადგენილ კურსს მიჰყვება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის მყარი. 2018 წელს ზრდამ 4.7%-ს მიაღწია, ინფლაცია კი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყო. 2018 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ზრდით ხასიათდებოდა ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავლები, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი.


2018 წელი ფისკალური დისციპლინით ხასიათდებოდა, წლის ბოლოს კი, სახელმწიფო ხარჯვის მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შემცირებულია, ჩვენ 2019 წელს საქართველოსთვის 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ, ხოლო ინფლაცია კი, მცირედით უფრო მაღალი იქნება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძირითადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.


სტრუქტურული რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის შედეგად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ეკონომიკური ზრდა 5.2%-მდე გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 7%-მდე შემცირდება. თუმცა, გლობალურად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური შედეგი, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს, - ამბობს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.


2019 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.1%-მდე გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა იყო. საქსტატის მონაცემებით, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე ფასები 21.1%-ით არის გაზრდილი, რაც ინფლაციის ზოგად დონეზე 1.4%-იანი წვლილით აისახება.





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up