ინგლისური ენის ლექსიკონი Merriam-Webster სიტყვა „რასიზმის“ განმარტებას სეცვლის. ამის შესახებ CNN-ის მთავარმა რედაქტორმა, პიტერ სკოლოვსკიმ განაცხადა.
ასეთი გადაწყვეტილება ლექსიკონმა მისურის შტატის მცხოვრებ კენედი მირჩემთამ მიმოწერის შემდეგ მიიღო. რასიზმის მოქმედი განმარტება ლექსიკონში ასე ჟღერს: „იმის რწმენა, რომ რასა ადამიანის ნაკვთების და უნარების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და იმის, რომ რასობრივი განსვავებები ამა თუ იმ რასის უპირატესობას იწვევს“.
მიტჩემმა ლექსიკონის რედაქციას წერილით მიმართა, რომელშიც სთხოვა დაეზუსტებინათ, რომ რასიზმი უბრალო ცრურწმენა კი არა, სიძულვილის სისტემური გამოვლენაა. რედაქტორები დათანხმდნენ.
ეს გადაწყვეტილება აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებულ საპროტესტო ტალღას დაემთხვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
1tv.ge