მერკელი: ჰონგ-კონგში ვითარება მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს

მერკელი: ჰონგ-კონგში ვითარება მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს

access_time2019-09-06 21:45:28

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩინეთში, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის პრემიერმინისტრ ლი კეციანთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა ისაუბრა ჰონგ-კონგში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მთავრობას პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.


„ჰონგ-კონგელებს უნდა მიეცეთ თავისუფლება და დაცული უნდა იყოს მათი უფლებები. ადგილობრივი მთავრობა მზად არის მოლაპარაკებისთვის და იმედი მაქვს, იგივე პოზიცია დემონსტრაციების ლიდერებსაც ექნებათ“, - განაცხადა მერკელმა.


ჩინეთის პრემიერმინისტრმა კი თავის მხრივ თქვა, რომ მთავრობა მზად არის დიალოგისთვის და ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ჰონგ-კონგის ადგილობრივ მთავრობას. ლი კეციანმა იმედი გამოთქვა, რომ კანონის შესაბამისად მალე წესრიგი დამყარდება, რაც ქვეყნაში კეთილდღეობის და სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს.



ჩინეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება. ამის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ადგილობრივ ბიზნესმენებსა და სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა.

მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდა, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვდნენ, რაც რამდენიმე ხნის წინ ჰონგ-კონგის მთავრობამ დააკმაყოფილა.


თავის მხრივ, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშუა ვონმა განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვის გაუქმება უკვე გვიანია და მთავრობამ აქტივისტების სხვა მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს. მანამდე ვონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.







ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up