გერმანიის კანცლერი მოსკოვს სტუმრობს. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ანგელა მერკელი კრემლში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ირგვლივ შექმნილი დაძაბული მდგომარეობაა. ლიდერები ლიბიის და სირიის კონფლიქტებსაც განიხილავენ. ამასთან, იმსჯელებენ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო შემდეგომ ნაბიჯებს.
სამუშაო ვიზიტით გერმანიის კანცლერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა. მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი იმყოფება.
Imedinews