შესაბამის უწყებებს მერის მოადგილე ტექინსპექტირებაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

შესაბამის უწყებებს მერის მოადგილე ტექინსპექტირებაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

access_time2019-05-28 19:45:05

ყვითელი ავტობუსების ნაწილი საერთოდ მოიხსნა ხაზიდან,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.


მისი განმარტებით, ავტობუსების ჩამოწერის მიზეზი ის გახდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.


მისივე განმარტებით, მომდევნო 2 წელიწადში ძველი ავტობუსები სრულად ჩამოიწერება და მათ ახალი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლებენ.


“ყვითელი ავტობუსები რომ არანაირ მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს, ამაზე ყველა ვთახნმდებით, მათ შორის გვაქვს კონკრეტული რაოდენობა, რომლებმაც ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მუნიციპალიტეტი წელს საკმაო რაოდენობის ავტობუსებს მიიღებს, რომ ჩავანაცვლოთ ის ხაზები, რომლებიც პრაქტიკულად, მოუმსახურებელია, რადგანაც ყვითელი ავტობუსების ნაწილი საერთოდ ჩაიხსნა ხაზიდან. პრობლემა მომდევნო 2 წლის განმავლობაში გადაიჭრება, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება მოცულობით და მგზავრთა ნაკადის გადაყვანის კუთხით, არამედ მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, - აცხადებს მაია ბითაძე.



მისი განმარტებით, ტექინსპექტირების პროცესში საბუთების გაყალბებისგან მუნიციპალიტეტი დაუცველი არ არის, თუმცა საჭიროა, კონტროლის გამკაცრება.


“კიდევ უფრო მეტი კონტროლისკენ მოვუწოდებთ აღმასრულებელ ორგანოებს, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა გაუმჯობესებას სამართლებრივი კუთხითაც საჭიროებს, მათ შორის იმ მიმართულებით, რა კუთხითაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რომ გამონაბოლქვის ვიზუალური დათვალიერების შედეგადაც შეიძლება ავტომობილების დაჯარიმება”, - აცხადებს მაია ბითაძე.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლები დააკავა. უწყების ცნობით, თანამშრომლები გასცემდნენ ყალბ საბუთებს ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, მათ შორის თბილისში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ყვითელ ავტობუსებზე.



BMG






მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up