მერიკო გუბელაძე: თუ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, 10 წლის შემდეგ 35-ე ტალღაზეც ვიქნებით

მერიკო გუბელაძე: თუ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, 10 წლის შემდეგ 35-ე ტალღაზეც ვიქნებით

access_time2021-10-08 18:00:00

ცნობილი რესტორატორი მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აუცილებელია მთავრობამ ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში პანდემია კიდევ დიდი ხანი იარსებებს.



„მოვიარე საფრანგეთი, თურქეთი და სტამბულში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ამიშვეს იმიტომ, რომ იმათმა სისტემამ ჩვენი შტრიხ კოდი არ წაიკითხა.



იმედი მაქვს, ეყოფათ ჭკუა და სავალდებულო იქნება ვაქცინაცია, ვისაც არ უნდა აცრა, დაჯდეს სახლში, აღარ უნდა შევიდეს არც მაღაზიაში, არც ტრანსპორტში და არც რესტორანში. ეს იქნება ლოგიკური გაგრძელება. ასე არის მთელი მსოფლიო და ასე აცრა საფრანგეთმა მოსახლეობის 83%. ესენი თუ დაჯდებიან და დაელოდებიან, პირობითად, „მაყვალა“ როდის მიხვდება რომ აცრა აუცილებელია და აიცრება, ჩვენ 10 წლის შემდეგ 35-ე ტალღაზეც ვიქნებით.



მე ჩემს რესტორნებში აუცრელ მომხმარებელს და PCR ტესტის არ მქონეს არ ვიღებ. ეს წესი დავაწესე, ჩემი სფერიდან ამაზე არავინ არ წამომყვა,თუ სახელმწიფო დააწესებს ამ ვალდებულებას, შემდეგ უკვე სხვა გზა არ ექნებათ, ყველას მოუწევს ამის გაკეთებას. ეს არის გამოსავალი, ეს მოიფიქრა ევროპამ, ამერიკამ და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობს,“-აცხადებს გუბელაძე.




როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“ და „ლეილას“ მფლობელია. რაც შეეხება „ლისი ლაუნჯის“, ობიექტი პანდემიის გამო დაიხურა და აღარ გახსნილა.



საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდა და მათ 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობა 23:00 საათამდე შეუძლიათ.



რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ აცრა სამედიცინო ინტერვენციაა, რომელიც სავალდებულო ვერ იქნება. თამარ გაბუნიას განმარტებით, მოთხოვნები შეიძლება დააწესოს ბიზნესმა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი.



„ის, რომ ბიზნეს გარემოში შეგვიძლია მოთხოვნები დავაწესოთ მოიცავს არჩევანის თავისუფლებას, რაც გულიხსმობს ვაქცინაციას, ტესტირებას და პირბადის გამოყენებას. ადამიანს უფლება აქვს სამედიცინო ინტერვენციის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოთხოვნები არჩევანის უფლებას უნდა მოიცავდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


business-partner.ge





საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up