მერიის პროექტები მსხვილი დეველოპერებისთვის მიმზიდველი არ არის - ვინ აშენებს დაზარალებულებისთვის თბილისში ბინებს

მერიის პროექტები მსხვილი დეველოპერებისთვის მიმზიდველი არ არის - ვინ აშენებს დაზარალებულებისთვის თბილისში ბინებს

access_time2021-05-19 10:00:13

2016 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა, პროექტის გათვალისწინებით უახლოეს მომავალში  საცხოვრებელი ფართი დამატებით 1177 პირს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ პროექტი კვლავ გრძელდება და დედაქალაქის მთავრობა კონკრეტული ტერიტორიების მოძიებას ისევ აგრძელებს.

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში ამ დრომდე 16 ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიებიც. დეველოპერების ნაწილს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო ნაწილი სამშენებლო ნებართვების და პროექტის შეთანხმების ეტაპზეა. „კომერსანტი“ შეეცადე დეტალურად გაერკვია რომელი სამშენებლო კომპანია, რა პირობებით აშენებს.

 

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირებს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა, სანაცვლოდ ის ვალდებულია მერიას უსასყიდლოდ გადასცეს საცხოვრებელი ფართი, რომლის მინიმალური კვადრატულობაც კონკრეტულ დადგენილებაშია გაწერილი. მშენებლობის ნებართვის აღებიდან არაუმეტეს 24 თვეში მერიას გადაეცეს ფართი ექსპლოატაციაში მიღებულ შენობაში. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს „თეთრი კარკასის“ პირობებს.

 

პირველი პროექტი რომელის შესახებაც მოგიყვებით ნუცუბიძის ფერდობზე ხორციელდება. წყალსადენის ტერიტირიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა. მინიმლაური ფართი რაც კომანია დედაქალაქის მთავრობისთვის უნდა გადაეცეა 7 000 კვ. მ-ია. „აპექს დეველოპმენტის“ საინვესტიციო წინადადება - 7100 კვ.მ იყო. პროექტის შესახებ დამატებეითი დეტალება არქიტეტქურის ვებ გვერდზე განთავსებული არ არის.

 

ბიზნეს სუბიექტი 2013 წელს დარეგისტრირდა, კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტი წილის მფლობელი ვლადიმერ რობაქიძეა. ის ამავდროულად არის შპს „GOLD CREDIT“-ის 25,00% - ის და შპს აპექს ჯგუფის 20,00% - ის მფლობელი. რობაქიძემ 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს 35 000 ლარი შესწირა. „აისეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით 2020 წელს უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ნუცუბიძეზე 2348 ლარი იყო. 

 

დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ არსებულ 2359 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „არქიმედ ჰაუსმა“ გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებულ იქნა 1000 კვ. მ ფართი, რომლითაც 13 პირი დაკმაყოფილდა. არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ განაშენიანების ფართობი ჯამში 9392 კვ. მ- ია, 10 სართულიანი შენობობის საცხოვრებელი ფართობი 6538 კვ.მ.

 

2020 წელს უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი დიდ დიღომში 2306 ლარი იყო. ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ირკვევა, რომ „არქიმედ ჰაუსი“ 2018 წელს დარეგსიტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტი წილის მფლობელი ზურაბ კაპანაძეა.

 

დიდი დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ  არსებულ 11 774 კვ. მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვაში „ბი. დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა. კომპანიის საინვესტიციო წინადადება 4000 კვ. მ, რომლითაც 60 პირი დაკმაყოფილდა. განაშენიანების ფართობი 50 500 კვ. მ-ია, ოთხი 14 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ფართობი 29 400 კვ.მ.

 

ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიის მიხედვით შპს „ბი. დეველოპმენტი“  2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 50% წილის მფლობელი ირაკლი ასკურავაა. 50% კი საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქე ნონა თამაზაშვილი ფლობს.

 

დავით აღმაშენებლი სხეივანი, მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს „ფ.ს.გ“-მ - დაკმაყოფილდა 65 პირი.


 

სამი  12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სანაცვლოდ დეველოპერმა თბილისის მერიას 4400 კვ. მ ფართი გადასაცა. კომპანია 2015 წელს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი  და 100% წილის მმართველი ზურაბ ფირცხალაიშვილია.

 

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩა, შესახვევი N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ენსიგრუპმა“ გაიმარჯვა  დაკმაყოფილდა 16 პირი (+64 „ზღვის უბნის დაზარალებული“). კომპანიამ თბილისის მერიას 5500 კვ. მ ფართი გადასცა. აღსანიშნავია, რომ პროექტის შესახებ არქიტექტურის ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება „ენსი გრუპს“, კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა, მისი ნანა კვანტალიანია, ხოლო 100% წილის მფლობელი სერგო კვანტალიანი.

 

დიდი დიღომში IV მ/რ -ში 29-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ 8613 კვ. მ მიწის ნაკვეთზე  გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით შპს „პერსპექტივამ“ გაიმარჯვა - დაკმაყოფილდა 85 პირი. კომპანიამ რომელიც ორ 16 სართულიან შენობას აშენებს, 2018 წელს დარეგისტრირდა.  შპს „პერსპექტივას“ დირექორი და 100 პროცენტის წილის მფლობელი კირილე მორჩილაძეა.

 

ეს არ ყოფილა ერთადერთი ინტერსთა გამოხატვა, რომელშიც შპს „პერსპექტივამ“ გაიმარჯვა. კომპანია პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მაგალითად დიდი დიღმის დასახლებაში,  III მიკრო/რაიონში, კორპუსი N29-ის მიმდებარედ არსებულ 8692 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე შპს „პერსპექტივა“  ორ 16 სართულიან შენობას აშენებს,

 

კომპანიამ კიდევ ერთ პროექტი მოიგო ამჯერად ზემო ფონიჭალაში. რა პროექტს ახორციელებს 17 500 კვ. მ-ზე შპს „პერსპექტივა“ ინფორმაცია არ იძებნება თუმცა ცნობილია, რომ 55 პირი დაკმაყოფილდება.

2020 წელს უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ფონიჭალაში 1470 ლარი იყო. 

 

სამ მიწის ნაკვეთზე, ჯამურად 5615 კვ. მ-ზე შპს 58 პირისთვის აშენებს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“. დამატებითი დეტალები არიქტექტურის ვებ-გვერდზე არც ამ პროექტთან დაკავშირებით იძებნება. ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ 2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე პაატა სალიაა, წარმომადგენელი ზურაბ ჭაჭიაშვილი. შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის“ 75 % ვახტანგი ვარდიშვილს ეკუთვნის, 25% ნუგზარ ჭაჭიაშვილს.

 

ინფორმაცია არ იძებნება კიდევ ერთ მასშტაბურ მშენებლობაზე. ვაკის რაიონში ძოწის ქუჩა N2-N4-ის მიმდებარედ არსებულ  28 273 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ჰორვატსმა“ გაიმარჯვა. 18 000 კვ. მ ფართი 160 პირი დაკმაყოფილდება. კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 75 % წილის მფლობელი ისრაელის მოქალაქე ელი ხენია. „ჰორვატსში“ 25 % შპს ჯი თი გრუპს ეკუთვნის.

 

2020 წელს უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ვაკე-ბაგებში 3485 ლარი იყო. 

 

ორ პროექტს განახორციელებს შპს „ენსი დეველოპმენტი“. დამატებით დეტალების გარკვევა ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია. რა პროექტს ახორციელებს კომპანია 10 755 კვ.მ.-ზე უცნობია. „ენსი დეველოპმენტი“ 2020 წელს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი სერგო კვანტალიანია. წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული ლევან გეთია 33.4%, სერგო კვანტალიანი 33.3% და ეკატერინე თორდია 33.3. აღსანიშნავია რომ პროექტში კვანტალიანის კიდევ ერთი კომპანია მონაწილეობს რომელზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ.

 

პროექტში სერგო კვანტალიანის კიდევ ერთი კომპანია შპს „ენსი გრუპი“ მონაწილეობს. ის ამ კომპანიის 100 პროცენტს ფლობს, დირექტორი კი ნანა კვანტალიანია. „ენსი გრუპი“ დიდ დიღომში არსებულ 8618 კვ. მ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს, საიდანაც 6600 კვ. მ ფართი თბილისის მერიას გადაეცემა.

 

„კომერსანტი“ ასევე დაინტერესდა რატომ არ მონაწილეობენ მსხვილი სამშენებლო კომპანიები ინტერსთა გამოხატვაში. კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ დეველოპერული კომპანიისთვის მერიის შეთავაზებული წინადადბები საინტერსო არ არის. იგი ამბობს, რომ არსი დაინტერესებულია საცხოვრებელი კომპლექსი მშენებლობით ისეთი როგორიც არის მაგალითად „შენი სახლი ჯიქიაზე“ და არა ცალკეული ერთი კორპუსის მშენებლობით.

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროექტი მიუღებელია მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის. ირაკლი როსტომაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ 30 წლიანი პრობლემა თბილისის მერიას დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდით უნდა მოეგვარებინა.

 

„შეიძლება არ არის შეთავაზებული ისეთი წინადადება, რომელიც კომპანიებს დააინტერესებს. ასევ ძალიან რთული იმ ადამიანებთან ვალდებულების აღება რომლებიც 30 წელია ბინას ელოდებიან. პირადად მე ძალიან გამიჭირდებოდა ამ პასუხისმგებლობის აღება. მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი სახელმწიფოს  შიდა ვალად აღიარა, ამიტომ ვფიქრომ, რომ მათი გასტუმრება ფინანსურად უნდა მოხდეს. ვერ წარმომიდგენია ობიექტს მიებას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. პრობელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდით. ამ ხნის განმავლობაში, ნელ- ნელა, რომ გადაეხადათ პრობლემა მოგვარებული იქნებოდა“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

 

მერიის მიერ გამოცხადებული ინტერსთა გამოხატვა არაა საინტერსო მცირე სამშენებლო კომპანიისთვისაც. სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი  არჩილ ჯაყელი სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისგან ყოველთვის თავს იკავებს, რადგან ამბობს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობას თან დიდი პასუხსიმეგბლობა ვალდებულებები ახლავს.

 

„ყოველთვის ვცდილობთ, რომ ტენდერებში და ინტერსთა გამოხატვაში არ მივიღო მონაწილეობა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ასეთ რთული კოვიდური პერიოდია - ფასები მუდმივად იცვლება, ეროვნული ვალუტის კურსი არაპროგნოზირებადია, პროცესები დროში იწელება. ამის გამო მირჩვენია ერთი პროექტი მქონდეს და მთელი ყურადღება მასზე მქონდეს გადატანილი, ვიდრე ზღვა ვალდებულებებით დავიტვირთო. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მინიმალურით დავკმაყოფილდე. განსაკუთრებით საყურადღებო ის, რომ სახელმიწიფო პრეოქტში განსაკუთრებული პირობებია მაგალითათ, რიგი მიზეზების გამო შეიძლება ვადებში პრობლემა შეგექმნას რის ახსანცაც ვერ დაიწყებ. ძალიან დიდ პასუხიმგებლობად მიმაჩნია ახლა ჩემი კომპანიისთვის ასეთ პროექტში მონაწილეობა. სახელმწიფოსთან ურთიერთობის დროს კომპანიაც გამართული უნდა იყოს და სახელმწიფოც მოგყვებოდეს“, - განაცხადა არჩილ ჯაყელმა.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up