Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

access_time2019-09-16 15:40:55

რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს?


როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital limited.


“კომერსანტმა“ მოიძია ინფორმაცია Meridian capital limited-ის შესახებ: 




Meridian Capital Limited ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს.  კომპანია 2002 წელს დაარსდა და მისი საინვესტიციო პორტფელი მოიცავს სამომხმარებლო საქონელს, უძრავ ქონებას, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს.


კომპანიის დირექტორები და დამფუძნებლები არიან ასკარ ალშინბაევი და ევგენი ფელდი. „ფორბსის“ მონაცემებით,  ისინი ყაზახეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში არიან.


2006 წლის მონაცემების თანახმად, ჰოლდინგ Meridian-ის ღირებულება 3 მილიარდ აშშ დოლარად ფასდებოდა, თუმცა ცხადია, სტრუქტურის გაუმჭვირვალობის გამო, აღნიშნული კომპანიის შემოსავალი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო დიდი იყო.



Meridian Capital Limited ეძებს გლობალური ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ბაზრებზე, პარტნიორობს როგორც ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან, ასევე დამწყებ მეწარმეებთანაც.




Meridian Capital Limited -ი მსოფლიოს ყველა კუთხეში ახორციელებს ინვესტიციებს -  ჩრდილოეთ ამერიკაში,  ევროპაში,  სკანდინავიის ქვეყნებში,  ჩინეთში, რუსეთში, აფრიკასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.



მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობით  Meridian Capital Limited-მა ნიუ იორკში განახორციელა International Gem Tower-ის მშენებლობის დაფინანსება. სანკტ-პეტერბურგში კომპანიის საკუთრებაშია მასშტაბური სავაჭრო ცენტრი. ასევე კომპანიის პორტფოლიო მოიცავს აეროპორტების განვითარებასაც, როგორიცაა რუსეთში NOVAPORT-ი.



კომპანია აფინანსებს ნავთობის მოპოვებას და ეხმარება მზარდ ფირმებს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში. Meridian Capital Limited-ის მიერ დაფინანსებული პროექტების სიაში შედის რესტორნები, ძვირადღირებული სასტუმროები, ისეთები როგრიცაა FOUR Seasons Bora Bora, Hidden Bay Teos Private Resort. ასევე კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს მიანმარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების კუთხით.




2005-2010 წლებში, Meridian-ი სხვადასხვა სახის მხარდაჭერას უწევდა რუსული რძის პროდუქტების კომპანია Unimilk-ს, რომელიც რუსულ ბაზარზე სიდიდით მეორე ყველაზე დიდი კომპანია იყო, ხოლო უკრაინაში წამყვან კომპანიას წარმოადგენდა. 2010 წელს, Unimilk-ი შეუერთდა ფრანგულ კომპანია Danone-ს რუსულ წარმომადგენლობას. 2016 წელს კი, Meridian-მა Danone-ში თავისი წილი გაყიდა. გარიგების მოცულობის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა, რუსულ ბაზარზე კომპანიის ინტერესები მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა.



Meridian და რუსული საინვესტიციო კომპანია AEON, რუსული კომპანია Novaport-ის აეროპორტების ქსელის თანაბარი მეწილეები არიან, რომელიც ფარავს ნოვოსიბირსკის, ბარნაულის, ჩელიაბინსკის, ჩიტას, ვოლგოგრადის, ტომსკისა და ასტრახანის აეროპორტებს. ნიშანდობლივია, რომ AEON რუსეთში სამდინარო პორტებსაც ფლობს. AEON-ის კორპორაცია, თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სატრანსპორტო სერვისს, მათ შორის გაზისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას სთავაზობს.

 


კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ „Meridian“-ის პარტნიორებს შორის, არიან „Goldman Sachs Group“, „Ernst & Young“, „JPMorgan Chase & Co.“ და „Credit Suisse Group“. 



ბრიტანული კომპანია Meridian capital limited-ის წარმომადგენლებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ სამინისტროში დაუდასტურეს.


გუშინ კი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა.


ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია მერიდიანი, საინვესტიციო ფონდი.“


 

მარიამ მორგოშია






ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up